![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615290876410.jpg)
კირილ ტერეშინი - 21 წლის ახალგაზრდა პიატიგორსკიდან. ცოტა ხნის წინ მის შესახებ მსოფლიომ არაფერი იცოდა, მაგრამ ინსტაგრამში გავრცელებული ფოტოს შემდეგ მან მთელს მსოფლიოს გააცნო საკუთარი თავი. პოპულარობა მას მისმა 60 სმ მოცულობის კუნთებმა მოუტანა. ეს ყველაფერი კუნთებში „სინთეტიკური ცხიმის" ინექციის შედეგად წარმოიშვა.
![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615302476410.jpg)
ტერეშინი არმიიდან 2017 წლის ივლისსში წამოვიდა - მას შემდეგ იგი აქტიურად იყენებდა „სინთეზურ ცხიმებს". სინტოლი - სინთეზური ცხიმი რომელის შემადგენლობაშიც დაახლოებით 85% ზეთია, 7.5% ლიდოკაინი და 7.5% ბენზილის სპირტი. პრეპარატი პირდაპირ „აფეთქებას" ახდენს კუნთების ქსოვილებში.
ბოდიბილდერები სხვადასხვა პრეპარატებსა თუ საშუალებებს 80-90-იანი წლებიდან იყენებდნენ, შესაბამისად ხშირი იყო მათი გარეგნული დამახინჯებისა და დაღუპვის შედეგებიც, რომლებიც გამოწვეული იყო გადამეტებული ორგანიზმთან შეუთავსებელი პრეპარატებისა და ქიმიური ნივთიერებების მიღება ყოველგვარი წინასწარი განსაზღვრისა და დაკვირვების გარეშე.
![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615305176410.jpg)
სულ რა რაღაც ერთი თვის შემდეგ მისი კუნთების მოცულობა 60 სანტიმეტრს შეადგენდა, რასაც ბუნებრივი გზით სხვადასხვა სპორტსმენი წლების მანძილზე ვერ აღწევს.
![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615310376410.jpg)
ერთ-ერთი ვიდეო ბლოგერი განმარტავს, რომ იდეალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 10 დღის განმავლობაში გამოიყენოთ მისთვის აღიარებული და ეფექტური მეთოდი, რომლის მიხედვითაც კუნთების მოცულობას 26 სანტიმეტრით გაიზრდით, სწორედ ეს იყო შტაგონების წყარო 21 წლის ახალგაზრისთვისაც.
![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615311476410.jpg)
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი სხეული საერთოდ არ გამოიყურება ისე, როგორიც მას სურდა და როგორიც ნამდვილ სპორტსმენებს ახასიათებთ.
![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615312876410.jpg)
იგი იკვებებოდა ცუდად და არათანაბრად, არ ვარჯიშობდა დარბაზში, მაგრამ ხშირად სტუმრობდა ბარებსა და რესტორნებს.
ზოგიერთ სურათში შესამჩნევია, რომ კირილის კუნთებს არაჯანსაღი ფერი აქვთ. მაგრამ მას ეს არ აინტერესებს, ასევე არ აინტერესებს მისი სხეულის ტემპერატურის მატება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 40 გრადუსამდეც კი ადის.![სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის
ფორმა: კაცი-სინთჰოლი კირილი ტერეშინი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111615320276410.jpg)
და ბოლოს ჩვენი გმირის რამდენიმე ვიდეო. ასე რომ ვთქვათ, სრულყოფილებისა და ფაქტის დადასტურების გამო.