საზოგადოება როგორ ცხოვრობენ მოსკოველი მდიდრები ანუ გემოვნებას ფულით ვერ იყიდი 2017, 16 ნოემბერი, 15:05 როცა ამ ადამიანების საცხოვრებელ სახლებს უყურებ, ყოველთვის გიჩნდება ინტერესი, როგორაა მათი ინტერიერი მოწყობილი, ალბათ ამაზე ცნობილმა დიზაინერებმა იზრუნეს და უნიკალური საავტორო ინტერიერის დიზაინი შექმნეს, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ხშირ შემთხვევაში კედლებს შიგნით მხოლოდ უგემოვნობის ზეიმს წააწყდებით, რომელიც ყოველგვარი წესებიდანაა ამოვარდნილი და აღფრთოვანების ნაცვლად იმედგაცრუებას და გაოგნებას გიტოვებთ: როგორ შეიძლება ამდენი ფულით ასე უგემოვნოდ მოაწყო სახლი? რას ვიზამთ, ტყუილად ხომ არაა ნათქვამი, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ეს სახლები მოსკოველ მდიდარ ადამიანებს ეკუთვნით, დიახ, ფული შეიძლება ნამდვილად აქვთ, მაგრამ გემოვნებაზე რა მოგახსენოთ, თავად შეაფასეთ:
ამ პენტჰაუსის მფლობელი ალბათ ძალიან ეცადა თანამედროვე ინტერიერი შეექმნა, მაგრამ რაღაც “ნეო ბორდელი " გამოუვიდა:
ყოველ შემთხვევაში აქ თავს ნამდვილად ვერ იგრძნობთ სახლში, მაგრამ თუ ოცნებობდით, რომ მთელი ცხოვრება ბარში გაგეტარებინათ, მაშინ გილოცავთ! ეს ბინა თქვენთვისაა ამ სახლში მოხვედრისას კი ნამდვილად მოგინდებათ ნახოთ, ოქროს უნიტაზიც ხომ არ აქვს მის პატრონს სააბაზანოში, ყოველ შემთხვევაში, ბრუნეის სულთნის სასახლეს ეს ბინა ტოლს არ უდებს მაგრამ მოიცადეთ, თქვენ ჯერ ნამდვილი “სილამაზე" არ გინახავთ ეს ოთახი კი ალბათ ვინმე ბებიამ მოაწყო, რომელიც სოფლის რეტრო-სტილზე აფანატებს ამ ოთახში კი კედლების ფერი ისე ერწყმის ფარდების, ავეჯის და ბალიშების ფერსაც კი, რომ მათ გასარჩევად თვალების დაძაბვა მოგიწევთ. ამ ბინაში კი ვარდისფერის და ვარდების წყევლაა, სააბაზანოშიც კი “კაპიტალის თანავარსკვლავედი-1" აქ კი ვიღაც თავის ფანტაზიებში დაიკარგა და საკუთარ კრემლის კოშკზე რაღას იტყვით ტერასაზე? დიახ, მართალია გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა ხომ შეგვიძლია? 494 4-ს მოსწონს
|