პროფილაქტიკა ვადაგასული ნივთები,რომელთაც ყველა ჩვენგანი მოიხმარს 2017, 15 ნოემბერი, 19:38 დღეს მყიდველები ყურადღებით აკვირდებიან პროდუქტის ვარგისიანობის ვადებს, იქნება ეს რძე, ხორცის ნაწარმი, სასმელი, კოსმეტიკა თუ წამლები, რადგან ჩვენ გვასწავლიან, რომ ამ ნაწარმს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ იცით თუ არა, რამდენი რამაა თქვენს სახლში და თუნდაც სამზარეულოში ისეთი, რასაც ვარგისიანობის ვადა დიდი ხანია გაუვიდა. იქნებ შეგემოწმებინათ? წარმოგიდგენთ იმ საგნებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ, თქვენ წინანდებურად აგრძელებთ მათ გამოყენებას:
ბალიშები და ე.წ. “შლოპანცები"
ოდესმე გიფიქრიათ, რომ მათაც აქვთ შენახვის ვადა? დროთა განმავლობაში ბალიში მიმზიდველ საცხოვრებლად იქცევა ობისა და მტვრის ტკიპებისთვის. მათ კისრის ტკივილიც კი შეიძლება გამოიწვიონ. შლოპანცები ქუსლის ადგილას ხშირად ცვდება და მიწასთან შეხების გამო ქუსლები სკდება, ამასთან, ამ ფეხსაცმელს სოკოვანი დაავადების გამოწვევაც შეუძლია. სააბაზანოში სპონჟი და ღრუბელი დაზიანებისთანავე უნდა გამოიცვალოს, რომ ბაქტერიებისა და ობის გამრავლების საშუალებად არ იქცეს. შეგიძლიათ, დეზინფექციის მიზნით გამოხარშოთ ან უბრალოდ ახალი შეიძინოთ. კბილის ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ აუცილებლად გამოცვალეთ. დაბინძურებულმა ჯაგრისმა შესაძლოა წყლული გამოიწვიოს პირის ღრუში. თუ სააბაზანოში წყალბადის ზეჟანგსაც ინახავთ, გახსოვდეთ, რომ 2 თვის შემდეგ ის წყლად იქცევა. ტუალეტის მაგიდა დრო ხომ არაა, რომ სავარცხელი ან პარფიუმერია გამოცვალოთ? გახსოვდეთ, სავარცხლები რეგულარულად უნდა წმინდოთ და ცვალოთ, ხოლო პარფიუმი კი მისი გახსნიდან 2 წელში. ბავშვის საგნები ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად შეამოწმეთ იმ ნივთების ექსპლუატაციის ვადა, რომელსაც თქვენი პატარა იყენებს, რადგან ვადაგასულმა პროდუქციამ შესაძლოა თქვენი პატარას ჯანმრთელობას ავნოს. საწოვარის უმნიშვნელოდ დაზიანების შემთხვევაშიც კი, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ახლით. აუცილებლად უნდა შეიცვალოს მანქანის ბავშვის სავარძელიც დაზიანების შემთხვევაში. თქვენი გარდერობი რას იტყვით თქვენს საცვლებზე, ბიუსტჰალტერებსა და სპორტულ ფეხსაცმელზე?დაკარგავს თუ არა ელასტიურობას, ბიუსტჰალტერი უნდა გადააგდოთ. სპორტულ ფეხსაცმელს კი დროთა განმავლობაში შესაძლებელია ძირი დაუზიანდეს და თქვენი ფეხების ტკივილის მიზეზიც გახდნენ. სამზარეულო ფქვილი არასოდეს შეინახოთ დიდი ხნით. პერიოდულად შეამოწმეთ, ხომ არ ჩაძვრა შიგ რაიმე მწერი . იგივე შეიძლება ითქვას სანელებლებზე, რომლებიც ვადის გასვლასთან ერთად გემოსაც კარგავენ და კერძსაც აუგემურებენ. სათავსო თუ ცეცხლმაქრი გაქვთ, ყოველ წელს უნდა დატუმბოთ ან ახალი შეიძინოთ. ხანგრძლივად შენახვის დროს მადეზინფიცირებელი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებები თავის ეფექტურობას კარგავენ. 118 1-ს მოსწონს 1-ს არა
|