პოეზია როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს, როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო! 2017, 15 ნოემბერი, 17:53 როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
....ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება, ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება, ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ, ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა, ვინც ყოყმანით დაიწყო დილა, ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია, ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას, ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა, ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში, ვინც აფასებს წვრილმან რამეებს, რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის, ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი, რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე, ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს, იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება, ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს, უნიჭო კი ერთხელაც არა, რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს, ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს, ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი, ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა .......
ბესიკ ხარანაული
132 2-ს მოსწონს
|