ადმინისტრაციული "- ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც? " - საქართველოს იუსტიციის სახლებში გაგონილი სახალისო ფრაზები 2017, 15 ნოემბერი, 17:28 გუშინ ფოტო ხელოვნებამ ძალიან სასაცილო პოსტი გამოაქვეყნა იუსტიციის სახლებში გაგონილი ფრაზების შესახებ. ფრაზები შეკრებილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, გთავაზობთ მათ უცვლელად, იმედია, თქვენც ბევრს იხალისებთ. ![]() - ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება) - ამონაგდების ამოღება მინდა - გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე? - მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა) - მესამე საერო სივრცეში მინდა - მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი) - ეს ნომერი მე გადამახტა - ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა) - მზა პროდუქციის გატანა მინდა - სოციალისტური დახმარება მინდა - ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც? - ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი - საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა - ოსმალეთში მინდა გადასვლა - სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო? - თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა - შეყრა-გაყრა აქ სადაა? - პირადობის პასპორტი მინდა - პირველი ხელის მოწერა უფასოა? - მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ. ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან: - კატარღის ცნობა მინდა - (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა) - დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა - (ინდ.მეწარმეობის განახლება) - ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა - (ცხელი ხაზი) - უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო? - ლაითი ბარათი მინდა ავიღო - (ID ბარათი) - გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა - (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ) - ბავშვის ასლი მინდა - (განმეორებითი დაბ. მოწმობა) რუსთავის იუსტიციის სახლიდან: - უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა) - ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია) - ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება) - გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი) - უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება) - მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად) - პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე? - ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა) - კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა) - უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას) - რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ. - აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ. - ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან. - (დახლთან) ბოლო ვინ არის? - მობრძანდით (გაიწია) - დაგელოდებით - მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები. 534 3-ს მოსწონს
|