x
image
ღიმილიანი
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გამოკითხული დედების უმრავლესობას მშობიარობის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს
მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, დავინტერესდი, როგორ უმკლავდებიან ქალები მშობიარობის შემდეგ დეპრესიას და რამდენად მაღალია ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით არა მარტო დედებში, არამედ, მთლიანად საზოგადოაბაში. პოსტსამშობიარო დეპრესიით, (სპეციალისტები უფრო ხშირად ასე მოიხსენიებენ), უამრავი დედა ჩუმად იტანჯება და თუ დეპრესია არ აქვს, მისი სხვადასვა ნიშანი მაინც ახასიათებს. ამის მიუხედავად, პირდაპირ ამაზე მაინც არავინ საუბრობს, იმიტომ რომ "შვილი ბედნიერებაა" და უარყოფით მხარეებზე ღიად ლაპარაკი განკითხვის საბაბი ხდება.


imageფოტო: pch.vector - www.freepik.com

დეპრესიის ნიშნები ყველა ახალბედა დედას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დიაგნოზი, აუცილებლად დარგის სპეციალისტმა უნდა დასვას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები რომ არ შექიმნას, სწორედ ნიშნებია საყურადღებო, დეპრესია სანამ გამწვავდება, უფრო მარტივია მკურნალობა და უმეტესწილად პრეპარატების გარეშეა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იმდენად ყურადღება არ ექცევა, რადმდენადაც ფიზიკურ პრობლემებს. ბავშვის გაჩენიდან ექვის კვირის შემდეგ ქალი მიდის გინეკოლოგთან კონსულტაციაზე და უმეტესწილად, ამით შემოიფარგლება მისი მშობიარობის შემდგომი ფიზიოლოგიური და ემოციური გაჯანსაღება. არავინ არ საუბრბობს ღიად, თუ რამხელა ემოციური მხადაჭერა სჭირდება ახალბედა დედას, იმისათვის, რომ შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება.


დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში დედების 92%-მა აღიარა, რომ მათ აქვთ ფსიქიკურ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მას შემდეგ, რაც დედები გახდნენ.


როგორც კვლევებმა აჩვენა, გამოკითხულ დედათა მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ რაღაც მომენტში, თუნდაც ერთი წამით, ნანობდა, რომ დედა გახდა.

თქვენი აზრით, რატომ?

ძირითადად, იმიტომ რომ აღმოაჩინეს, დედობა იმაზე მეტად რთული იყო, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ და ასევე, აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ საჭირო მხარდაჭრა.

(კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში Mind Mommy Coaching-ის მიერ თითქმის 2000 დედასთან ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.)


მინდა, იმ ახალბედა დედას, რომელიც ამ სტატიას კითხულობს და თავის თავს ამ სტატისტიკას მიაკუთვნეს, ვუთხრა:

- შენ მარტო არ ხარ!

- შენ არაფერს არ აკეთებ არასწორად!

- შენ საუკეთესო დედა ხარ!

უფრო სწორი იქნება თუ იფიქრებ, რომ არ გაქვს ის ძლიერი მხარდამჭერი მექანიზმი, რომელსაც იმსახურებ!


და თუ შენ იმ 8 % დედების ჯგუფს მიეკუთვნები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და აქვს, ძალიან კარგი. შენი გამოცდილებაც ნამდვილი და ღირებულია და შეგიძლია, ყველას გაუზიარო.

ყველა გამოცდილება ღირებულია და ყველა გამოცდილება არის ნამდვილი!

ამიტომ მოდით, ვიყოთ გულწრფელები იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში, თავი დავანებოთ განკითხვას და დავივიწყოთ განკითხვის შიშიც!


ჩვენ გვჭირდება მეტი განათლება ამ თემებთან დაკავშირებით და უფრო მეტი მხარდაჭერა!

ქალებს სჭირდებათ ძლიერი მხარდამჭერი მექანიზმი ორსულობის დროს და ორსულობის შემდგომ. ჩვენ გვჭირდება ფიზიკური, ემოციური და პრაქტიკული დახმარება. რა თქმა უნდა, ამისათვის ბევრი დრო და ინვესტიცია იქნება საჭირო, მაგრამ იქამდე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მეტი ქალი მოიკრებს ძალასა და გამბედაობას, ღიად ისაუბროს საკუთარი გამოცდილების შესახებ.


იყავი მამაცი და გულწრფელი, ილაპარაკე!


რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.


სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი




0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0