კომპანია ფორდმა შექმნა კეპი,რომელიც არ აძლევს მძღოლს საჭესთან ჩაძინების საშუალებას
2017, 15 ნოემბერი, 14:12
ერთი შეხედვით ბეიზბოლის ქუდს წააგავს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ გააჩნია სენსორები, რომლებიც აკვირდება ადამიანის თვალის მოძრაობას, რის შედეგადაც ადგენს თუ როგორ მდგომარეობაშია პიროვნება .ფორდის ინჟინერების ეს გამოგონება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას. პირველ რიგში განკუთვნილია სატვირთო მანქანის მძღოლთთვის, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ საჭესთან.კეპის ტესტირება 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტესტები დღესაც მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც დაპატენტდება და სერტიფიცირებული იქნება.ამ მომენტში კომპანიას არ აქვს გეგმა კეპის კომერციულად გამოყენების. თუმცა ფორდმა უკვე განაცხადა, იმის თაობაზე, რომ ეს ტექნოლოგია გაუზიაროს პარტნიორებსა და მომხმარებლებს.