მსოფლიო საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს უპრეცედენტოდ ამკაცრებს 2017, 15 ნოემბერი, 13:38 ![]() საფრანგეთის მთავრობამ ა.წ. 3 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, 2015 წლის ტერორისტული თავდასხმების შედეგად პარლამენტმა მკაცრი კონტრ–ტერორისტული კანონპროექტი შეიმუშავა, საგანგებო გადაუდებელი ზომებით. უსაფრთხოების გაძლიერების და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით მოხდა ძალოვანების ძალაუფლების გაფართოება, რითაც კრიტიკოსების აზრით სამოქალაქო თავისუფლებები შეიზღუდება. ახალი კანონმდებლობა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ფართო ზღვარით არის დამტკიცებული, აწესრიგებს ზომებს, როგორიცაა ჩხრეკა, ჩამორთმევა და შინაპატიმრობა, სასამართლო განხილვის გარეშე. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯები, რომლებიც განიხილება როგორც გამონაკლისი და ეფექტური კომპრომისი უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებას შორის. კანონპროექტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავარი საკანონმდებლო ინიციატივაა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და უზრუნველყოს საზოგადოების დარწმუნება, რომ სახელმწიფო მეტ სიფხიზლეს იჩენს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებას მოახდენს. ![]() ცივილური სამყარო დამწუხრებულია იმ საშინელებებით, რაც ჩაიდინეს აგრესიული ფსიქოზით შეპყრობილმა ადამიანებმა. ისტორიულად, როდესაც მსოფლიოს მოიცავს მასობრივი ფსიქოზი, როგორც წესი, ყველაფერი მთავრდება დიდი ომებით და კატაკლიზმებით. აქსიომაა, ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის! ალბათ, უფრო დიდი ბოროტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი დროული გამოვლენა და განიარაღება, ვინც მსოფლიოს მშვიდობას საფრთხეს უქმნის. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, მაშ რა განსხვავებაა ჩვენსა და ტერორისტებს შორის, მათაც ხომ მიაჩნიათ, რომ ბოროტებას ებრძვიან? ეს უკანასკნელი ნამდვილად არ არის ბოროტება, ეს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლაა. ქრისტიანული მორალით სხვისი ცოდვების განკითხვა და ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი, ანუ შურისძიება დანაშაულია. ამიტომ, ჩანასახშივე დანაშაულებრივია მათი განცხადება, რომ ცოდვის და გარყვნილების ქალაქზე იძიეს შური! ყველა ადამიანი ცოდვილია, ჩვენი რწმენის მიხედვით ადამიანი თავის ცოდვებს თავადვე უნდა ჩაუღრმავდეს, საკუთარის მონანიებით უნდა იყოს დაკავებული და არა სხვისი ცოდვების განკითხვით. ჩვეულებრივ მოკვდავს არ აქვს სხვისი ცოდვების განკითხვის უფლება, რადგან ერთმა ღმერთმა იცის ვინ უფრო ცოდვილია, განმკითხველი თუ განკითხული. თუმცა, განსხვავება განკითხვასა და მხილებას შორის არსებობს და ის გულისხმობს დიდი ბოროტების მხილებას, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი და უფრო საშიში ბოროტება. სწორედ ამ პრინციპით ასამართლებს მართლმსაჯულება ბოროტმოქმედებს. ![]() ღმერთი სიყვარულია, მისი მოქმედების არეალი კი გულმოწყალება, მიმტევებლობა, სათნოება, კეთილმოსურნეობა და ურთიერთპატივისცემაა. ვინც ამ არეალიდან გადის და საპირისპიროდ მოქმედებს, ის ბოროტს ემსახურება და აღარც ღმერთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. რაც კაცობრიობა არსებობს, ბოროტებაც და სიკეთეც არსებობსმაგრამ პრობლემა მათ შორის ზღვრის გავლებაშია, რათა ჩვენს ცნობიერებაში ამ ურთიერთსაპირისპირო ცნებების აღრევა არ მოხდეს. უცნაურია, რომ ხშირად ვდგებით ამ დილემის წინაშე. და მაინც – სად გადის წყალგამყოფი ბოროტებასა და სიკეთეს შორის? ალბათ იქ, სადაც გვახსენდება ან გვავიწყდება, რომ ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად გვსურს რომ გვეპყრობოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუმერანგის ეფექტი შეგვახსენებს თავს, ადრე თუ გვიან, რაიმე ფორმით, ყველაფერი აუცილებლად უკან გვიბრუნდება. 27 2-ს მოსწონს
|