სასარგებლო პროდუქტები ქერის ბურღული (პერლოვკა) – სასარგებლო თვისებები და მომზადების საიდუმლო (+ 3 რეცეპტი) 2017, 26 ნოემბერი, 10:57 ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ჩვეულებრივი ბურღული, რომელსაც შეუძლია ქალის ორგანიზმში კოლაგენის დეფიციტის აღმოფხვრა და მისი გაახალგაზრდავება რამოდენიმე წლით. მისი დადებითი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე, ვიზუალურად კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე აისახება: ფრჩხილები მაგრდება, თმას ბზინვარება ემატება, ხოლო კანს – სიგლუვე. თუ ამ ბურღულით მომზადებულ კერძს, თუნდაც, კვირაში ერთხელ მიირთმევთ – მისი მოქმედების შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით!
პერლოვკის სასარგებლო თვისებები დიასახლისების ერთმა ნაწილმა და საერთოდ მომხმარებლების დიდმა უმრავლესობამ ქერის ბურღული ძირითადი პროდუქტების სიიდან ამოიღო ან მასზე საერთოდ უარი თქვა. არა და, ქერი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. პერლოვკის ფაფას სილამაზის ფაფასაც ეძახიან, რადგან მხოლოდ ეს ბურღული შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ კოლაგენის სინთეზში. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ის უნარჩუნებს კანს ელასტიურობას და იცავს მას დანაოჭებისგან. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია პერლოვკის მენიუში ჩართვა, ის არის რომ, დიდი რაოდენობით А, РР, Е და В ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. პერლოვკის რეგულარულად მოხმარება, მხოლოდ ლამაზი კანის არსებობის გარანტია კი არა, ჭარბი წონის დაკლების გარანტიაც არის! ის დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 109 კკალ) და მისი მოხმარება ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორ მოვხარშოთ პერლოვკა? რამდენიმე საიდუმლო: I. მოხარშვის წინ ბურღული კარგად უნდა გაირეცხოს. ამისთვის ჩაყარეთ მარცვლები ღრმა თასში, დაასხით წყალი და ხელით ურიეთ. ჭუჭყიანი წყალი გადაღვარეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, ვიდრე წყალი სუფთა და გამჭვირვალი არ იქნება; II. თუ პერლოვკის ფაფის მოხარშვას აპირებთ, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ვიდრე მოსახარშად დადგავთ, მინიმუმ 4 საათით უნდა დაალბოთ: ჩაყარეთ ბურღული თასში და დაასხით წყალი (1 ჭიქა მარცვალზე – 1 ლ. წყალი). III. პერლოვკას მოხარშვა რეკომენდირებულია დიდი ზომის ქვაბში, რადგან ხარშვის დროს, მისი მოცულობა 5-ჯერ იზრდება. პერლოვკის მომზადების რეცეპტები: რეცეპტი № 1 ინგრედიენტები: პერლოვკა – 1 ჭიქა წყალი – 5 ჭიქა კარაქი – 30 გრ. მარილი – გემოვნებით მომზადება: მოსახარშად მომზადებულ პერლოვკას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 45 წთ. > გადაწურეთ წყალი > დაუმატეთ კარაქი, მარილი და ამოურიეთ > დაახურეთ სახურავი, გააჩერეთ 10 წუთი და მზად იქნება! რეცეპტი № 2 ინგრედიენტები: პერლოვკა – 1 ჭიქა კარაქი – 1 ს. კ. წყალი მარილი – გემოვნებით მომზადება:
რეცეპტი № 3 ინგრედიენტები: პერლოვკა – 1 ჭიქა წყალი – 1 ლ. რძე – 2 ლ. მომზადება:
მომზადების ხანგრძლივი დრო ნუ შეგაშფოთებთ. თქვენი მონაწილეობა ამ კერძის მომზადებისას, მხოლოდ საწყის ეტაპზეაა საჭირო, შემდეგ, ის უკვე თავისით იხარშება. ხარშვის დროს, ფაფა იღებს კრემის ფერს, ხოლო გემო ისეთივე ექნება, როგორც გამომცხვარ რძეს (რძეს ადუღების შემდეგ, დაბალ ცეცხლზე აჩერებენ ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის). თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ბრინჯის სწორედ მოხარშვის წესები, გარნირისთვის და ფლავისთვის პასტა სოუსით (მაკარონის წინასწარ მოხარშვა საჭირო არ არის) უცხიმო მჭადი ყველის გულსართით კარტოფილი იდეალურად რომ შეიწვას... სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ! 4412 10-ს მოსწონს
|