სხვა «კუბო–სახლები», რომლებშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს 2017, 14 ნოემბერი, 16:48
თუ ოდესმე შეწუხებულხართ ბინაში სივიწროვის გამო, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. უძრავ ქონებაზე ფასების და ბინის ქირის სწრაფმა ზრდამ, ისინი საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა და ნორმალურად ცხოვრების შანსი არ დაუტოვა: პატარა ქოხები, ლითონის კონსტრუქციები, პატარაფართიანი ბინები – ე. წ. «კუბო-სახლები» – ადგილები, სადაც ჰონკონგელების ერთი ნაწილი, დღის ბოლოს ბრუნდებ. მაგრამ, სახლია თუ თავშესაფარი, თავად გადაწყვიტეთ. ფოტოგრაფებმა სურათებზე ასახეს ის საშინელი პირობები, რომლებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში, სამზარეულო და საპირფარეშო ერთ ოთახშია გაერთიანებული, ან ორიარუსიანი საწოლები იმდენად პატარებია, რომ იქ ძილი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს სახლები «ადამიანების ღირსების შემლახველად» სცნო, მაგრამ ამ ადამიანებს არჩევანის საშუალება არა აქვთ. ჰონკონგის მცხოვრებლები თავიაანთ «კუბო-სახლებში» პოზირებენ ლი სუეტ-ვენი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობენ ოთახში, რომლის ფართობი 11 კვ. მ-ია. მასში არის საწოლები, დივანი, მაცივარი, მაგიდა და სარეცხის მანქანა. ლი მარტოხელა დედაა და მისი ხელფასი 4500 ჰონკონგური დოლარია (დაახლოებით, 577 აშშ დოლარი) თვეში, 750 ჰონკ. დოლარს ბინის ქირას იხდის, ხოლო დარჩენილი თანხის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს «მიაქვს».
63 წლის ვონგ ტატმინი ზის თავის «კუბო-სახლში», რომელშიც ძლივს ეტევა მისი საძილე ტომარა და პატარა ტელევიზორი. ის და კიდევ ერთი მოხუცი, სოციალურ მუშაკთან ჩივიან, რომ სახლში ბაღლინჯოები და ტარაკანები არიან.
კუბერ-პედი – მიწისქვეშა ქალაქი, რომელშიც 3 500 კაცი ცხოვრობს საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ «ჯიბრზე სახლი» — ადამიანის მავნებლობის ძეგლი
607 8-ს მოსწონს 1-ს არა
|