სისხლის სამართალი ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო 2017, 13 ნოემბერი, 15:26
— ვინ არის? — ფოსტალიონი ვარ. უფროსებიდან ვინმე არის სახლში? — არა, არავინ არის. მხოლოდ მე და ვაკო ვართ. — მმმ, გასაგებია, და რამდენი წლისები ხართ? — მე ექვსის, მას კი, ცოტა ხნის წინ, 3 წელი შეუსრულდა. გაიხარეს დამნაშავეებმა. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო? აღარც დაფიქრებულან, ისე გააღეს ძველი საკეტი და ბინაშიც ძალიან მხნედ შევიდნენ. რაც შემდეგ მოხდა, მათ ძალიან დიდ ხანს ემახსოვრებათ, ან საერთოდ, არც დაავიწყდებათ... ბნელ დერეფანს რომ გადიოდნენ, ერთ-ერთ მძარცველს რაღაც დიდი ზომის ეცა, ძირს დააგდო და ზემოდან დააწვა, თან კბილებით კისერში სწვდა. მეორე ქურდი ადგილზე გაქვავდა, როდესაც დაინახა, რომ კავკასიურ ნაგაზს მისი «პარტნიორი» იატაკზე ჰყავდა გაკრული. ამ დროს ბავშვის დედაც მოვიდა და როდესაც 3 წლის ვაკომ ჩვეული ბრძანება — «უდარაჯე» მიიღო, ქურდს თავი დაანება და დერეფნის ბოლოს, კარებთან დაწვა. ქურდები ასე გაუნძრევლად ისხდნენ, ვიდრე პოლიცია არ მოვიდა.
3365 11-ს მოსწონს
|