საქართვლო VS კანადა-54-22 (ჩვენ ვქომაგობთ! რაგბი ჩვენი თამაშია! მეტი გულშმატკივარი ჩვენს ბიჭებს!)
დღეს, 2017 წლის 11 ნოემბერს, დინამოს სტადიონზე გაიმართა საქართველოსა და კანადის ნაკრების შეხვედრა, რომელიც ქართველთა უპირობო გამარჯვებით-
54-22 დასრულდა.
თამაში მართლაც ძალიან საინტერესო იყო, თავი გამოიჩინა და ძალიან კარგად ითამაშა ახალგაზრდა რაგბისტმა
სოსო მათიაშვილმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საერთო ჯამში 34 ქულა მოუტანა ქართველთა ნაკრებს. მის ერთ-ერთ ლელოს გულშემატკივრებმა "პანტერას ნახტომიც" კი უწოდეს.
![საქართვლო VS კანადა-54-22 (ჩვენ ვქომაგობთ!
რაგბი ჩვენი თამაშია! მეტი
გულშმატკივარი ჩვენს ბიჭებს!) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111122245781801.jpg)
ასევე დუბლი შეასრულა გიორგი ნემსაძემ, მთლიანად ექვსი ლელო დავუდეთ მოწინააღმდეგეთა გუნდს.
სამწუხარო და აღსანიშნავია, გულშემატკივართა სიმცირე სტადიონზე, მიუხედავად ამისა მუხტი ქომაგებისა ნამდვილად დიდი იყო, რაც სასიკეთოდ წაადგებოდათ ჩვენს რაგბისტებს. შემდეგში გავითვალისწინოთ ჩვენი, გულშმატკივართა, დიდი მნიშვნელობა და აღარ დავტოვოთ სტადიონი ნახევრად ცარიელი.
![საქართვლო VS კანადა-54-22 (ჩვენ ვქომაგობთ!
რაგბი ჩვენი თამაშია! მეტი
გულშმატკივარი ჩვენს ბიჭებს!) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111122282481801.jpg)
ერთგული გულშმატკივრები:
![საქართვლო VS კანადა-54-22 (ჩვენ ვქომაგობთ!
რაგბი ჩვენი თამაშია! მეტი
გულშმატკივარი ჩვენს ბიჭებს!) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111122290381801.jpg)
თამაშის დასასრულს ნამდვილი ცვენა იყო პატარა გულშმატკივრებისა მოედანზე, რომელთაც ძალიან თბილად ხვდებოდნენ ჩვენი ნაკრების ბიჭები.
![საქართვლო VS კანადა-54-22 (ჩვენ ვქომაგობთ!
რაგბი ჩვენი თამაშია! მეტი
გულშმატკივარი ჩვენს ბიჭებს!) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201711/2017111122302981801.jpg)
18 ნოემბერს ვეთამაშებით უელსს მილენიუმის სტადიონზე, რომელიც უდიდესი სარაგბო სტადიონი გახლავთ. 25 ნოემბერს კი ამერიკას დინამოს სტადიონზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს რაგბისტებს!
არ დავტოვოთ ტრიბუნები ცარიელი!
რაგბი ჩვენი თამაშია!
საქართველო ჩვენი გუნდია!