რაგბი "14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება" 2019, 29 აგვისტო, 10:31 გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, "საქართველოს რაგბის კავშირთან" თანამშრომლობით, რაგბის მოყვარულებისთვის სპეციალური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სტიკერების ალბომი მომზადდა.
ალბომში ნახავთ: ინტერაქციულ შესავსებ კალენდარს, იაპონიის ქალაქებსა და სტადიონებს, "ბორჯღალოსნების" ისტორიას, რაგბის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების სტიკერებს.
აღნიშნული ჟურნალი დღეს, 23 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა პირველად ნახეს და აღსანიშნავია, რომ ყველას ძალიან მოეწონა.
Sportall.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და გუნდის ერთ-ერთმა "უხუცესმა" გიორგი
მერაბ შარიქაძე: "პირველად ვნახე, მსგავსი რამ რაგბის შესახებ ვინმეს გაეკეთებინოს. მიმაჩნია, რომ რაგბის პოპულარიზაციის პროცესში, ამ საერთო საქმეს ძალიან გამოადგება. ვფიქრობ, ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და უფროსებისთვისაც კი ეს ძალიან სახალისო იქნება. ასეთი პროექტებით, რაგბი მომავალი თაობის ცნობიერს მიღმა სამყაროშიც გაიდგამს ფესვებს და ეს ძალიან სასიხარულოა.
ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო მსგავსი ჟურნალი, აუცილებლად შევიძენდი და ვეცდებოდი, მთლიანად შემევსო".
![]() გიორგი ნემსაძე: "როცა ეს ჟურნალი დავინახე, მაშინვე ბავშვობა გამახსენდა. იყო დრო, როცა... წაიკითხეთ სრულად > > >
73 3-ს მოსწონს
|