ქალი და მამაკაცი დავუჯეროთ სიტყვებს?! 2012, 18 ივნისი, 17:04 ის შეუსვენებლად ლაპარაკობს და თქვენც კომპლიმენტების მორევში იძირებით. მზად ხართ, ყველაფერი მაშინვე დაიჯეროთ, მაგრამ არის კი ის მზად სერიოზული ურთიერთობისათვის?! ცოტა ფრთხილად კაცს, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული სურვილი ამოძრავებს და ეს სიყვარული არ არის; შეიძლება, ის თქვენ გამჩნევთ და გხედავთ, უფრო საკუთარი პერსონის სიყვარულით არის ''გაჯერებული''. მარტო თქვენ კი არა, ყველა ქალთან ასე მოიქცევა. ჭეშმარიტად შეყვარებული მამაკაცები კომპლიმენტებში ასეთი დახვეწილები არ არიან. თუ მაინცდამაინც, უკიდურესად იშვიათად. თუ ხედავთ, რომ მამაკაცს ურთიერთობაში არაფერი ეშლება და დიდი მონდომებით ცდილობს, საკუთარი გრძნობის სერიოზულობაში დაგარწმუნოთ, ეს უკვე საშიშია. სიტყვები მოსასმენად, რომ სასიამოვნოა, დამაჯერებელიც არის?!- აი, რაზე უნდა იფიქროთ, თანაც საკმაოდ ბევრი... 223 2-ს მოსწონს
|