სხვა სამყაროში შვიდჯერ ვიბადებით, გაინტერესებთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება? 2017, 9 ნოემბერი, 19:12 სიკვდილის შემდეგ მარადიული სიცოცხლის თუ გწამთ? ის, რომ ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს? იმის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება? დღევანდელ სტატიაში მინდა მცირე განმარტება მოგცეთ იმაზე, ნამდვილად ბრუნდება თუ არა ადამიანის სული შვიდჯერ ამ სამყაროში და რეალურად არსებობს თუ არა რეინკარნაცია.
ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ თითოეული ჩვენგანის სული შვიდ რეპრესიას განიცდის და თითოეულ მათგანს გარკვეული როლი აკისრია. მოდით გავიგოთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება და რა მისიით მოევლინეთ ამ ჯერად? 1. ბავშვი. ითვლება, რომ ეს თქვნი პირველი დაბადებაა. თქვენი სული პირველად ხედავს სამყაროს და ის თქვენთის ჯერ–ჯერობით შეუცნობელია. ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან, ჯერ კიდევ ვერ შეუცნიათ თავიანთი დანიშნულება, ვერ განუხორციელებიათ გეგმები და გამუდმებით ხდებიან წარუმატებლობის მსხვერპლი. ამიტომ, ძალიან რთულია ამ ეტაპზე ცხოვრება, რომელიც ადაპტირებას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას უწყობს ხელს. მოგიწოდებენ, რომ მოთმინება იქონიოთ და გაგებით მოეკიდოთ ამ საფეხურს. 2. მოსწავლე. მეორე შემთხვევაში ვიბადებით მოსწავლის (სტუდენტის) როლში. სულს აღარ ეშინია სამყაროს აღქმის, მან უკვე ბევრი რამ შეიცნო. ეს ეტაპი გვასწავლის სხვების გაგებას, ადამიანების გრძნობების ახლოს მიტანას. თქვენი სული ამ ეტაპზე კიდევ ბევრის შემეცნებას შეძლებს. ამიტომ დრო უნდა ხარჯოთ შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემაში: "რა ბატონობს ადამიანზე? მათი საქციელები რითი აიხსენა? როგორ დავამყაროთ უკეთესი ურთიერთობა ადამიანებთან? " თუ ამას შეძლებთ, შეიძენთ ცნობას არამარტო გარშმომყოფებზე, არამედ საკუთარ თავზეც გაიგებთ ძალიან ბევრ სიახლეს. ამ ეტაპზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს ცხოვრებისეულ წარმატებას ცოდნის გამო, ჯერ კიდევ სწავლის და მეტის შემეცნების პროცესში ხართ. 3. მკვლევარი, მაძიებელი. ეს არის თქვენი მე–3 ცხოვრება, ანუ მეორე აღორძინება. მას შემდეგ, რაც თქვენმა სულმა გაიგო სამყაროს შესახებ და შეივსო ცოტაოდენი ცნობით, სურს გააფართოვოს არეალი და წავიდეს მსოფლიოს გარშემო, თუმცა ამაში აუცილებლად ფიზიკური წასვლა არ მოიაზრება. ახალი იდეები, ახალი აზრები და ახალი ადგილებია ის, რაც გიზიდავთ და გიხმობთ. გაქვთ სურვილი, რომ შეისწავლოთ ახალი ადგილები? დარწმუნებული ხართ, რომ არის სამყაროში ადგილები, რომლებიც აქამდე გაუმოუკვლევია? ეს ნიშნავს, რომ თქვენ მესამე ეტაპზე ხართ ამ ქვეყნად მოვლენილი და თქვენი სული უნიკალური გამოცდილების ძიებაშია. 4. შეყვარებული, სიყვარული. ამ ცხოვრებაში თქვენ შეხვდებით თქვენს ნამდვილ სიყვარულს. თქვენმა სულმა ბევრი შეიცნო, ბევრი გადაიტანა, თუმცა ამჯერად ის იპოვის ნამდვილ სიყვარულს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მე–4 ეტაპზეა სიყვარულის პოვნა და დაოჯახება, თუმცა ეს ის ეტაპია, სადაც ადამიანი მის ნამდვილ სიყვარულს სწორედ ამ ცხოვრებაში ხვდება. თუ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, თუმცა მაინც ფიქრობთ რომ რაღაც გაკლიათ და ეს სიყვარულია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თქვენ მე–4 ეტაპზე ხართ და ის აუცილებლად მოვა. 5. წარმატებული ადამიანი. მე–4 და მე–5 ცხოვრება ქვების შგროვებას ჰგავს, რომლითაც კოშკი უნდა ააგოთ და სწორედ ეს ეტაპი გიქადით წარმატებას. თქვენი სული მზადაა სირთულეების დასაძლევად და ყველაფერი რაც აქამდე ისწავლეთ, სარგებელს მოგიტანთ ამ ეტაპზე. თუ დარწმუნებული ხართ, რომ წარმატების მწვერვალზე დგახართ, ნიშნავს რომ თქვენი ცხოვრება მე–5 ეტაპს ადგას. 6. გამცემი. (ქველმოქმედი) გასულმა ხუთმა ეტაპმა ბევრი გამოცდილება მოგცათ, ამიტომ ახლა დროა სიკეთე სიკეთით დააბრუნოთ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ ხალხს, ვინც ჯერ არაა თქვენს დონეზე, რომ ამ გზის გავლა არ გაუჭირდეს. თავგანწირვა არის ის თვისება, რომელიც გაზრდის თქვენს პიროვნებას ცხოვრების გზაზე. ფიქრობთ, რომ ბევრ სიკეთეს აკეთებთ? ყველას ეხმარებით ვისაც ეს სჭირდება? გამუდმებით ზრუნავთ სხვებზე? მაშინ თქვენ მე–6 ეტაპზე ხართ. თქვენმა სულმა აქამდე შეძენილი ცოდნის საფუძველზე გამოიმუშავა ეს თვისება და ამ ეტაპზე თქვენ ხართ ქველმოქმედი, სიკეთის გამცემი, რომელსაც მხოლოდ ეს საქმე ანიჭებს ბედნირებას. 7. ტრანსცენდენტული ადამიანი. (ტრანსცენდენტული– უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება) ეს არის მე–7 და საბოლოო ცხოვრება, რომელიც უმაღლეს მწვერვალზე აგიყვანთ. სიცოხლეს გაიყვანთ უფრო მნიშვნელოვანის ძიებაში, ვიდრე ფული, სიმდიდრე და წარმატებაა. თუ თქვენი მიზანი დიდების და ფულის ძიება არაა, მაშინ თქვენ მე–7 ეტაპზე ხართ ამ ცხოვრებაში. თქვენ ჭეშმარიტი ცხოვრების მწყურვალი ხართ და ცდილობთ სტანდარტულ ხმაურიან ცხოვრებას გაექცეთ. იხილეთ აგრეთვე: ● თქვენს ბედზე მოქმედებს სართული, რომელზეც ცხოვრობთ. შეამოწმეთ ● რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს? ● აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები ● 10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ" 9289 23-ს მოსწონს
|