x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი... ეს სენსაციაა? ჩემთვის - არა..."- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება პოსტი "Daily Mail"-ზე დაყრდნობით, რომელშიც საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელისუფლების ნიკოლაი პატრუშევისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, სანამ ის საავადმყოფოში იქნება (შეგახსენებთ, რომ უახლოესს მომავალში რუსი დიქტატორი კიბოს ოპერაციის გაკეთებას გეგმავს) ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მის რამდენიმე წლის წინანდელ წინასწარმეტყველებასაც აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა 1 მაისს გამოქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს ხანებში ხელისუფლებას დროებით გადასცემს „კა-გე-ბეს“ ყოფილ მრისხანე შეფს, სანამ თავად საავადმყოფოში ინება, სადაც მას კიბოს ოპერაციას გაუკეთებენ“.

https://bit.ly/374LJif



როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამ-არხ Generall SVR-ით გავრცელდა, რომელიც, თავის მხრივ, კრემლის მაღალჩინოსან წყაროს ეყრდნობა.

აქვე გეტყვით, რომ Generall SVR


(https://t.me/generalsvr/827) ანტიპუტინისტური არხია, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს გაიხსნა ტელეგრამზე. როგორც მის წარდგინებაშია ნათქვამი, არხი მასალებს „ყოველგვარი გადაჭარბების“ გარეშე ამზადებს. მისი ინფორმაციები შედგენილია რამდენიმე ქვეყნის დაზვევრვისა და სპეცსამსახურების მოქმედი და გადამდგარი თანამშრომლების მიერ — ადამიანებისა, რომლებსაც წვდომა აქვთ სანდო ინფორმაციაზე.



სწორედ ამ არხმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ლიდერს ოპერაცია ელის, რომელიც „განსაკუთრებულად სასწრაფოდ“ არ მიიჩნევა, თუმცა არც გადადებაა სასურველი. ამ პერიოდში მას რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი შეფი და ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევი შეცვლის.



როგორც Generall SVR წერს:



✔️„პუტინმა ღიად მიანიშნა პატრუშევს, რომ მას ლამის ერთადერთ ნამდვილად სანდო პირად და მეგობრად მიიჩნევს მთელ ხელისუფლებაში. ამასთან პრეზიდენტი დაპირდა მას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ქვეყნის ფაქტობრივი მართვა სწორედ პატრუშევის ხელში გადავა.



პუტინის მკურნალი ექიმები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მან ქირურგიული ოპერაცია უახლოეს მომავალში გაიკეთოს. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინს პრინციპული თანხმობა არ მიუცია და არც ოპერაციის თარიღი არ შეთანხმებულა, მან მაინც იჩქარა, აეხსნა ვითარება პატრუშევისთვის და მისი პასუხი და დაპირებები მიეღო...“ ✔️



ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პეტერბურგელია. თუ რატომ გვეჩვენა ეს მომენტი საინტერესოდ, ამას ქალბატონ ლელა კაკულიას ადრინდელი წინასწარმეტყველებებით შეგახსენებთ. მერე კი მოვლენების განვითარებას ერთად დავაკვირდეთ.



???? ️2006 წელი, 22 მარტი



რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.



???? 2008 წელი, 13 ივლისი



<...> პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექს-პრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.

მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს.



რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა. მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ!


???? 2011 წელი, 15 სექტემბერი



პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. იგი სხვის დაკრულზე იგი არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს.

???? 2011 წელი, 19 ოქტომბერი



პუტინი იგრძნობს, რომ მხარდამჭერები — ძლიერი მხარდამჭერები დაკარგა და ისინი არაფერს კარგს არ მოიმოქმედებენ. და იგი იწყებს ძველ თამაშს: როგორც ახლანდელი პრეზიდენტი მოიყვანა თავისი გარემოცვიდან, იგივე გაიმეოროს და მოიყვანოს „კაცი პეტერბურგიდან“.



დიახ, ვიმეორებ ადრე ნაწინასწარმეტყველებს: რუსეთის პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან. იგი ძლიერი პიროვნებაა. სხვათა შორის, ბევრი დადებითი თვისებები აქვს წინამორბედებთან შედარებით.



საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ გენერალი მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.


ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!

ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა პუტინის ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან! იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე...



???? 2020 წელი, 1 ივლისი


ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება!"- ვკითხულობთ ლელა კაულიას ფეისბუქგვერდზე.







0
1649
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1649