მიმოხილვა რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შესახებ 2017, 9 ნოემბერი, 14:08 მძღოლებისათვის 2018 წელი მტკივნეული თემით იწყება.მომავალი წლის 1 იანვრიდან ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 1 200 000 ავტომობილი და მათი უმრავლესობა 4 წელზე უფრო მეტი ასაკისაა.სწორედ მათ ეხებათ ახალი კანონის ამოქმედება. ჩვენს ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 90% 2007 წლამდეა გამოშვებული. ტექ–დათვალიერების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ კომპონენტებს: სავალი ნაწილი, საჭის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა, ხილვადობა (საქარე მინის მდგომარეობა), მაშუქები, საბურავები და გამონაბოლქვი. ამათგან მძღოლებისთვისაც და გარემოსთვისაც ყველაზე დიდ ყურადღებას გამონაბოლქვის პრობლემა იქცევს, რადგან საქართველოში მოძრავი ავტომობილების დიდ უმრავლესობას არ აქვს ის დეტალი, რომელიც გამონაბოლქვში CO-ს შემცირებას უზრუნველყოფს, ეს გახლავთ კატალიზატორი, რომლის ფასი 150 –დან 800 ლარამდე მერყეობს და 2018 წლის მოახლოებასთან ერთად თანდათან დეფიციტურიც ხდება. არანაკლებ მტკივნეულია საბურავების პრობლემა: ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ისინი ფაქტიურად ახალი უნდა იყოს, რაც თავის მხრივ ხარჯთანაა დაკავშირებული და 300–დან 600 ლარამდე ჯდება. ეს ის ორი პრობლემაა, რომელიც, ვფიქრობ, ბევრ მძღოლს საფიქრებელში ჩააგდებს. 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილები ეტაპობრივად გაივლიან ტექ–დათვალიერებას. ამის რეგულაცია ჯერჯერობით არაა დადგენილი. სავარაუდოდ, იქნება ძრავების ან სანომრე ნიშნების მიხედვით.თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას, მას მიეცემა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.(არც ეს ვადა არაა ჯერ დადგენილი, სავარაუდოდ, ერთი კვირიდან ერთ თვემდე.) ტექნიკური დათვალიერება 60–70 ლარი ეღირება. კანონის ამოქმედებამდე 2 თვეც აღარაა დარჩენილი და ტესტირების ცენტრებიც არაა ცნობილი. 315 3-ს მოსწონს
|