სხვა რით დაიმსახურეს ქართველმა პაპა-ბებიებმა ასეთი სიბერე ? 2017, 8 ნოემბერი, 14:51 უკვე აცივდა, როგორ უნდა იყვნენ გარეთ, ზამთარში რა ეშველებათ? როგორ გინდა, დააჯერო და აგრძნობინო, რომ ისინი მარტო არ არიან?!! როცა თავს ზევით ძალა არაა. ზოგი ხელგამოწვდილი ზის ან დგას ქუჩაში და ხელები ეყინებათ, თუ გაჩერდებით და გამოელაპარაკებით, სიამოვნებით გაგესაუბრებიან, თუ ხელსაც დაადებთ ხელზე, იგრძნობთ, როგორ სცივათ. ყველა მათგანის ისტორია კი თითქმის ერთნაირია: "გაჭირვებამ მოიტანა", "ობოლი შვილიშვილები დამრჩა შვილოო ", "შვილი მყავს ავად, წამლები სჭირდება ყოველდღიურადო", ანდა "არავინ აღარ მყავს უსახლკარო ვარ და მათხოვრობის მეტი რაღა დამრჩენიაო", თუ გაუთამამდებით და უფრო მეტ ინფორმაციას ჰკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ზოგი შვილმა მიატოვა, ზოგს ნათესავებმა გაუყიდეს ყველაფერი, ზოგი კი მართლა ამ კაპიკებით ინახავს უდედმაოდ დარჩენილ შვილიშვილებს. ზოგი ხელისგამოწვდას ისევ ამჯობინებს რაიმე გაყიდოს და კაპიკებით არსებობს. ისინი ხშირად მრავალშვილიან ოჯახებს ინახავენ და ოჯახში "ერთადერთ შემომტანად " ითვლებიან... უამრავი ასეთი მოხუცია, ჩვენ ირგვლივ და რით დაიმსახურეს ასეთი სიბერე?! თუ დავფიქრდებით, მათ ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული აკლიათ, გულით კი დიდ ტკივილს დაატარებენ. როცა ამ დროს ევროპაში მოხუცები თავიანთი პენსიებითა და დანაზოგებით მოგზაურობენ და კარგ დროს ატარებენ. საქართველოში კი შეხვდებით: აი, ასეთ არა მარტო ერთს, ორს ანდა სამს, არამედ უამრავ პაპა-ბებიას.... რით დაიმსახურეს ქართველმა პაპა-ბებიებმა ასეთი სიბერე?? რით??? 118 3-ს მოსწონს
|