სხვა უიღბლო ქურდი 5 საათის განმავლობაში ფანჯარაში იყო გაჭედილი, რა მოხდა შემდეგ? 2017, 8 ნოემბერი, 10:01 არიან ქურდები, რომლებიც თავისი საქმის უბადლო ოსტატები არიან, თუმცა ხშირია ქურდობის ფაქტები, რომლებიც ჩვენში "ჩაბჟირებამდე" სიცილს იწვევს. არაერთხელ დაწერილა ნიუსი ქურდობის ფაქტზე, სადაც ქურდს დაუფიქრებელი საქციელით გამოუაშკარებია საკუთარი დანაშაული– აუტვირთავს ფოტო სოციალურ ქსელში ქურდობის მომენტში, ჩაურთავს "ლაივ ვიდეო", ჩაუცვამს ნაქურდალი და სელფით თავი მოუწონებია და კიდევ რამდენი მსგავსი შემთხვევის გახსენება შეგვიძლია.
დღევანდელ სტატიაშიც ერთ–ერთი ახალი, ქურდობის სასაცილო ფაქტზე მინდა მოგითხროდ. შემთხვევა ბრიტანეთში, მიდლენდის დასავლეთით მოხდა, ხოლო "ქურდბაცაცა" ბიჭი, რომელიც შენობაში შეჭრას სათადარიგო პატარა ფანჯრიდან ცდილობდა, არასასიამოვნო სიტუაციაში ჩავარდა. ქურდს ფსევდონიმად "მეტრო" დაგეგმილი ჰქონდა შენობის "გასუფთავება", თუმცა როგორც ჩანს ეს მისი დღე არ იყო. დამნაშავე დანაშაულის ადგილზე გაიჭედა. ფანჯარა, საიდანაც შენობაში შეღწევას ცდილობდა, იმდენად ვიწრო იყო, რომ ბიჭი ფეხებით გარეთ გაიჭედა. ის ორი საათის განმავლობაში ყვირილით ითხოვდა შველას მანამ, სანამ ადგილობრივებმა არ გაიგეს და დამხმარე გუნდს არ დაურეკეს. პოლიციის თანამშრომლებისა და დამხმარე გუნდის მოსვლაში გასულმა და დახმარების გაწევის დრომ, რომელიც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, ჯამში ხუთი საათი შეადგინა. ასე იყო ფანჯარაში ფეხშიშველი გადაკიდებული უიღბლო ქურდი, რომელიც დილით აშკარად "მარცხენა ფეხით" ადგა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც მალევე ატვირთეს "Twitter"–ზე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარები ძირითადად იუმორის შემცველია და მომხმარებლები ითხოვენ არ დააპატიმრონ ბიჭი, რადგან ქურდობის მცდელობისთვის მან სასჯელი მოიხადა, ის ხომ ხუთი საათი იყო ფანჯარაში დატყვევებული. იხილეთ აგრეთვე: ● ყველაზე სულელური სელფი, რის გამოც ისინი დააპატიმრეს 170 12-ს მოსწონს
|