სხვა რას გვიწინასწარმეტყველებს ახალი - 2025 წელი გუშინ, 13:52 საახალწლო განწყობა მის მოახლოვებასთან ერთად მატულობს. ათას ტესტებს, ჰოროსკოპს თუ წინასწარმეტყველებას ვაწყდებით მომავალი 2025 წლისათვის და მათ, ვისაც გჯერათ ამ ყველაფრის, ან უბრალოდ გართობის მოტივით ნახულობთ, გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია რიცხვები 1-დან 64-მდე, თქვენ უბრალოდ ბრმად (დახუჭული თვალებით) მიიტანეთ სამართავი თაგვი (მაუსი) ან თუნდაც თითი ამ ცხრილზე და შედეგად, მოცემული რიცხვის პასუხი წაიკითხეთ.
რას გვიწინასწარმეტყველებს ახალი - 2025 წელიწარმატებებს გისურვებთ 1. ძალიან დამღლელი წელი გქონდათ, ენერგიას თითქმის აღარ ფლობთ. დროა დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ წინსვლა. 2. სრულიად მოულოდნელად გადააწყდებით მატერიალურ კეთილდღეობას. 3. ფარ-ხმალს ნუ დაყრით, მოიკრიბეთ ძალები და წარმატება შრომის ფასად აუცილებლად გეწვევათ. 4. არსებული სიტუაცია მარტივად მოგვარდება, თუ ამ ყოველივეს სხვა კუთხითაც შეხედავთ. 5. თქვენი საახლობლო წრიდან ვიღაც გიღალატებთ, დროა მიმოიხედოთ ირგვლივ და ასეთი მეგობრებისგან წრე გაფილტროდ. 6. ნუ ეცდები ვინმეს მოტყუებას, თორემ შედეგად თავად დარჩები მოტყუებული. 7. დროა გააძლიეროთ თქვენი პოზიცია საზოგადოებასა და კოლექტივში, რათა საფეხურებრივი ზრდა განიცადოთ. 8. რომ არ გქონდეთ ჩვევა ყველაფრის სხვებზე გადაბრალების, აქამდე მიაღწევდით წარმატებას. 9. დიდი და პატარა წარმატებები გელოდებათ, თუმცა ფრთხილად იყავით, ამან უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენზე. 10. თქვენი სურვილები არ ასრულდება იმ მიზეზით, რომ მოკლებულია საღ აზრს და ავნებს თქვენს გარშემომყოფს ან თქვენ. 11. მოდუნდით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ სჯობს დრო რუტინულ საკითხებს დაუთმოდ. 12. მიზნები ჯერ ვერ შეგისრულდებათ, რადგან მხარდამჭერთა, ძალთა და მოტივაციის ნაკლებობას განიცდით. 13. სპონტანური მოქმედებების დროა, გხსოვდეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ როგორც ჩიტი. 14. სჯობს კარგად დაფიქრდეთ და გაერკვეთ "კარგსა" და "ცუდში". ნამდვილად გსურთ ამის ასრულება? 15. რისკი ყველაფერს გააფუჭებს, დაელოდეთ ხელსაყრელ მომენტს. 16. წარმატება ცოცვით მოდის თქვენსკენ, შანსიც აუცილებლად მოგეცემათ, მთავარია არ გაუშვათ იგი ხელიდან. 17. წელს გეძლევათ შანსი ააწყოთ ყველა ურთიერთობა. დროა მიიღოთ გარე სამყაროსგან ყველაფერი, რაც თქვენს ჰარმონიულ ცხოვრებას განაპირობებს. 18. ბედი ძალიან მალე შეცვლის თქვენს სურვილებს სრულიად მოულოდნელად. 19. გელოდებათ ისეთი საბედისწერო შემთხვევა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენში სიამაყისა და ეგოიზმის გრძნობას. 20. ყველა თქვენი ოცნება, რომლებიც აქამდე გსურდათ, იდეალურად ასრულდება და ეს სარგებელს არა მარტო თქვენ, მთელ თქვენს ოჯახსაც მოუტანს. 21. იდეები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, არარეალურია. დაბრუნდით რეალურ სამყაროში. 22. დიდია რისკი იმისა, რომ თქვენი მცდელობა სურვილების ასრულებისა მარცხით დასრულდეს, ამიტომ კარგად განიხილეთ ვარიანტები. 23. მოთმინების საჭიროებაა თქვენგან, ნუ ცდილობთ სულსწრაფობით ცხენებსაც კი გაუსწროთ. 24. თქვენს წინაშე პირდაპირი გზაა სანუკვარი მიზნისკენ, ყველაფერი აგისრუდლებათ, რაც კი ჩაიფიქრეთ. 25. მიზანს მხოლოდ ორი მიზეზით მიაღწევთ: საჭირო ადამიანები და შესანიშნავი დამთხვევა. 26. თქვენი სურვილების გზა დაბრკოლებებითაა სავსე, ალბათ არაა ადვილი მათი ასრულება და იქნებ ღირდეს დაფიქრება, გსურთ კი მათი ასრულება? 27. აუცილებლად იქონიედ გეგმა B ან უკან დასახევი გზა. 28. არასწორად ანაწილებთ დროს და სწორედ ესაა მიზეზი ყველაფერი ისე რომ ვერ მიდის, როგორც გსურთ. სცადეთ ჩამოაყალიბოთ სწორი გეგმა. 29. შეიძენთ ბევრ ფულს. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავსა და გულს და ნუ წამოიწყებთ მოლაპარაკებებს. 30. უახლოეს მომავალში ყველაფერი მშვიდად და სიზუსტით ასრულდება რაც კი ჩაიფიქრეთ. 31. ჭეშმარიტი სიხარულის დრო დადგება. 32. თუ არ ინაგლებთ, ყველაფერი გეგმიურად ასრულდება. 33. მიზანს მალე მიაღწევთ თქვენი მოთმინების, ძალისხმევისა და ბედის ქონის შედეგად. 34. მიენდეთ ცხოვრებას და დინება მიგიყვანთ ყველა მიზნამდე. 35. განაგრძეთ მოქმედება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ დარწმუნებული შესაძლებლობებში. 36. უკეთ გაერკვიეთ მათში (სურვილებში), რათა მიზნებმა არ გავნოთ. 37. რამოდენიმე პოზიტიურ მომენტს ნახავთ ერთმანეთის მიყოლებით. 38. თქვენი წრე არსებითად შეივსება ჭეშმარიტი მეგობრებით. 39. ბედნიერი დამთხვევის მეშვეობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 40. ყველა თქვენი უპირატესობა დაფასდება კოლექტივში. დაწინაურების შანსი გაიზრდება. 41. თქვენ გელით არასასიამოვნო გარემო, რის შედეგადაც უარყოფითი აზრებიც მალე გაყვება მას. 42. მთავარია ფოკუსირება მოახდინოთ სიახლეების შესაცნობად. 43. ნუ იჩქარებთ მიზნის მისაღწევად, ყველაფერი ნელა, მაგრამ საუკეთესოდ დასრულდება. 44. წინ სირთულეები გელოდებათ, თუმცა გირჩევთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნუ დაკარგავთ მიზნის მიღწევის სურვილს. 45. ყველაფერი მხოლოდ წარმატებით დასრულდება. 46. მოთმინება იქონიეთ, თქვენს სიტუაციაში სიჩქარე არაა საჭირო. 47. სარგებელს იქიდან ნახავთ, საიდანაც არ ელოდებით. 48. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან თქვენს ძალებსა და შესაძლებლობეს გადაჭარბებულად აფასებთ. 49. იდეალური დროა თვითმმართველობა დაამყაროთ. დააგროვეთ ცოდნა, რათა წინსვლა შეძლოთ. 50. კარგი იქნება თუ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედავთ, ასე უკეთ აღმოფხვრით პრობლემებს. 51. ძველი კავშირები თუ არ გეხმარებათ მიზნებში, მაშინ შექმენით ახალი კავშირები, თუმცა არ გირჩევთ ვინმეს "თავზე დააჯდეთ". 52. თქვენს გარშემომყოფთაგან გელით დიდი წარმატება. 53. დროა ჩაეჭიდოთ იმ რთულ ამოცანას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე გაურბოდით. 54. ახლო მომავალში აღმოჩნდებით კრიზისში, თუმცა ნუ შეგაშინებთ ეს ფაქტი, რადგან თავს გაართმევთ. 55. თქვენი უნდობლობა დიდ გავლენას ახდენს გარშემო ყველასა და ყველაფერზე, ამიტომ მოდუნდით და მიყევით ცხოვრების დინებას. 56. მეტი ძალისხმევის გაღება გმართებთ მიზნისთვის, იმაზე მეტის, ვიდრე გგონიათ რომ საჭიროა, თუმცა შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება. 57. გადამეტებული სურვილი მიზნის მისაღწევად, კარგს არაფერს მოგიტანთ, ეცადეთ ცოტა მოდუნდეთ. 58. თქვენი წარმატება გარშემომყოფთა შურს და ჭორებს გამოიწვევს. 59. ფრთხილად მოეკიდეთ ფულის საკითხს. 60. მიიღეთ საჭირო სიახლეები, რათა უკეთ გაერკვეთ საქმის განახლებებსა და წამრატებებს მიაღწიოთ. 61. თქვენი მიზნები პირდაპირპროპორციულად შესრულდება. 62. ქაოსი, რომელიც სულში გაქვთ, არ გაძლევთ საშუალებას წინ გადადაგათ ახალი ნაბიჯი. ეცადეთ მოაწესრიგოთ თქვენს შიგნით ყველაფერი და წარმატებაც არ დააყოვნებს. 63. გარშემო გყავთ ბევრი მტერი, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, აკონტროლეთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ მორიგი პროვოკაცია. 64. იმის გამო, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, წარმატების შანსს ხელიდან გაუშვებთ. 52 2-ს მოსწონს
|