სხვა საზარელი დანაშაული:იტალიაში მიგრანტების ნავში 26 გაუპატიურებული გოგონას გვამი აღმოაჩინეს 2017, 7 ნოემბერი, 20:53
სამართალდამცავების განცხადებით დაღუპული გოგონების უმეტესობა არასრულწლოვანია.
იტალიაში, ქალაქ სოლერნოს პორტში აფრიკელი მიგრანტების ნავში და აკვატორიის შემოგარენში აღმოაჩინეს 26 გოგონას გვამი, რომელთა ასაკი 14-იდან 18 წლამდეა.ყველანი ისინი აფრიკიდან გამომგზავრების დროს მოკლეს. როგორც BBC იუწყება, "ნავი-სასაკლაო" ესპანურმა სამხედრო გემმა "კანტაბრიამ" აღმოაჩინა, მოწმეთა განცხადებით მთლიანად რეზინის ნავში 64 ადამიანი და 23 გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, დანარჩენი გოგონების გვამები წყალში აღმოაჩინეს. რამდენიმე სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ესპანურმა გემმა ნაპირზე გაიყვანა 375 მიგრანტი, აქედან 52 ბავშვია და 90 ქალი, მათგან 8 ფეხმძიმედაა.გაზეთი La Repubblica-ს ინფორმაციით, გადარჩებილი მიგრანტების ძირითადი ნაწილი ნიგერიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, სენეგალიდან და განიდან არიან. სოლერნოს პროკურატურის განცხადებით ყველა გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ მოკლეს და ბოლოს კვალის დაფარვის მიზნით ნავიდან გადააგდეს. დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი, თუმცა პროკურატურის განცხადებით საქმის მსვლელობის დროს შესაძლოა ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. 990 8-ს მოსწონს
|