x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში დაკავებულ გაქრისტიანებულ ირანელ მამაკაცს სამშობლოში დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილი ელის
imageნადელ რაუოფმა მიიღო მართლმადიდებლობა და ეკლესიაც კი აშენებდა.


-სამშობლოში სიკვდილით დამსჯიან, დამეხმარეთ, -55 წლის ირანელი მამაკაცი რუსეთის ძალოვან უწყებებს სთხოვს გადადონ მისი სამშობლოში დეპორტაცია.


სამართალადამცავებმა ნადელ რაუოფი 18 ოქტომბერს დააკავეს და დააჯარიმეს საემიგრაციო კანონის დარღვევის გამო.სხვათა შორის რუსეთში ცხოვრების უფლების ვადა ჯერ კიდევ 2016 წელს გაუვიდა.


ნადელ რაუოფი 2011 წელს ჩამოვიდა რუსეთში, სურდა ეკატერინბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო ჩაიჭრა, ნადელს სურდა აგრონომი გამხდარიყო და აქვე ურალში ბოსტნეული მოეყვანა.



საბოლოოდ ნადელი მშენებლობაზე მუშად მოეწყო.შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა, აქ დაინტერესდა ირანელი მამაკაცი მართლმადიდებლობით, ქრისტიანულად მოინათლა და ძალზე რელიგიური გახდა.სამუშაოც კი ნახა ამ სფეროში, ეკლესიის მშენებელობაზე მოეწყო.


რამდენიმე წელი მოსკოვში ცხოვრების შემდეგ რაუფი ისევ ეკატერინბურგში დაბრუნდა და ხელმეორედ სცადა სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ჩაბარება.

-ნადელს შვილები არ ყავს, იქ ირანში არავინ დარჩა, საკუთარი მეს პოვნა სურდა და ეს ღმერთში იპოვა, ეკატერინბურგში დამატებით მშენებლობაზეც მუშაობდა-აღნიშნავენ რაუფის მეგობრები.

ირანში ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯება, ალბათობა დიდია, რომ დეპორტაციის შემთხვევაში მას ჩამოახრჩობენ.

image

-არაფერია დაკარგული, თუ ადამიანი თავის სიმართლეს დაამტკიცებს...მართლაც, რუსეთის კანონის მიხედვით იგი უნდა გააგზავნონ იქ, საიდანაც ჩამოვიდა, თუმცა სიტუაცია გამოუვალი არ არის, -აღნიშნავს სვედლოვსკის ოლქის შსს-ს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვალერი გორელიხი-შესაძლებელია მან ოფიციალურად მიმართოს მიგრაციულ სამსახურს და დროებითი თავშესაფარი მოითხოვოს, ისინი განიხილავენ საკითხს და შესაძლოა დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღონ, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისთვის საფუძვლიანი მიზეზი უნდა დაასახელოს.

imageიხილეთ აგრეთვე

1
51
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
2017, 7 ნოემბერი, 11:40
ამის დეპორტაცია ამ კაცის მკვლელობაზე ხელმოწერაა...
0 1 1