x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პაკისტანში ახალგაზრდა ქალმა ქმრის ოჯახის 17 წევრი მოწამლული რძით დახოცა(ვიდეო)
image

პაკისტანში, ქალქ მუზაფარგარჰში დააკავეს 20 წლის ასია ბიბი, რომელიც ეჭვმიტანილია მინიმუმ 15 ადამიანის მკვლელობაში.ამის შესახებ ინფორმაციას Daily Pakistan Global-ი ავრცელებს.


როგორც ირკვევა სექტემბრის თვეში გოგონა გარიგებით გაათხოვეს, ქალი ცდილობდა ქმრის სახლიდან გამოქცევას, დაბრუნდა კიდეც მშობლების სახლში მაგრამ ის მაინც უკან დააბრუნეს.ამის შემდეგ, როგორც სამართლადამცავები იუწყებიან, ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა თავის შეყვარებულთან და კიდევ ერთ ნათესავ ქალთან ერთად ქმრის მოწამვლა, საყვარელმა ასიას გადასცა ვირთხის საწამლავი, რომელიც გოგონამ რძეში შეურია, თუმცა რაღაც მიზეზის გამო ქმარმა რძე არ დალია, დედამთილმა კი რძისგან ლასი (ინდური იოგურტი) გააკეთა და მრავალრიცხოვან ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდა.შედეგად მოიწამლა 27 ადამიანი, აქედან 17 გარდაიცვალა.

image


პოლიციამ სამივე ბრალდებული დააკავა, ჯერჯერობით ასია ბიბი დანაშაულს არ აღიარებს და ყველაფერს საყვარელს აბრალებს.


იხილეთ ვიდეო


1
352
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
352
  
2017, 6 ნოემბერი, 20:44
ერთი უნდოდა , 15 გამოუვიდა, რას ერჩით :დ
0 1 1