სისხლის სამართალი კრიმინალური არქივიდან: შავი კოლგოტის მანიაკი 2017, 6 ნოემბერი, 12:37 ![]() ![]() ![]() გარდაცვლილი აღმოჩნდა 17 წლის ანა ლინებერგერი, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი გაგუდეს. ![]() ![]() ![]() ![]() ამასობაში ოპერატიულმა მუშაკებმა დაიწყეს მასშატაბური ოპერაცია, 300 000 მაცხოვრებლიან ქალაქში გაიჩხრიკა თითქმმის ყველა სახლი, ძებნაში ჩართული იყო ტაგანროგის მილიციის სრული შემადგენლობა, ექსერტებმა იცოდნენ დამნაშავეს სისხლის ჯგუფი, თმის ფერი და სტრუქტურა, აგრეთვე მიახლოებითი ფსიქოლოგიური პორტრეტი და რაც მთავარია, თითის ანაბეჭდი, რომელიც პრაქტიულად ყველა დანაშაულის ადგილზე დატოვა.შემოწმდა ყველა მამაკაცი 20-იდან 40 წლამდე მაგრამ უშედეგოდ.დამნაშავე ვერ იპოვეს.ამის შემდეგ ბუხანოვსკიმ გადაწყვიტა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადაედგა, მანიაკს ტელევიზიით მიმართა. ამის შემდეგ დანაშაულები შეწყდა…. ერთი წელი მანიაკის შესახებ არაფერი ისმოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა იური ციუმანმა სიყვარული იპოვა და ერთი წელი "აღარ ეცალა", რაისამ ერთი წელი გაუძლო მის გაუკუღმართებულ სადისტურ სექსუალურ გამოხტომებს(მოგვიანებით, ციუმანის დაკავების შემდეგ დადგინდა, რომ იგი ფაქტობრივად იმპოტენტი იყო და სექსუალური კავშირის დამყარება ან საერთოდ არ შეეძლო, ან ძალზე იშვიათად) მორიგ მსხვერპლზე სანადიროდ ციუმანი რაისასთან დაშორების შემდეგ გამოვიდა და პირველსავე ცდაზე გაება.მილიციამ თავიდან მხოლოდ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა, ადმინისტრაციული 10 დღიანი სასჯელი ვადაც დაუდგინა, თუმცა მალევე დადგინდა მისი ნამდვილი ვინაობა.
მალე ისიც დადგინდა, რომ ციუმანის "მოღვაწეობა" ბევრად უფრო ადრე, 1986 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ გოგონა მას შემთხვევით გადაურჩა(თავი მოიმკვდარუნა), შემდეგ ჯარში გაიწვიეს, ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ 1989 წლის ივლისში კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, თუმცა გოგონამ მოახერხა, მანიაკს ხელიდან გაუსხლდა და გაიქცა.
1994 წლის 11 თებერვალს 25 წლის იური ციუმანს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა, თუმცა მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.
კრიმინალური არქივიდან: ვინ იყო ის სამი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს
კრიმინალური არქივიდან:საყვარელი რომელიც 10 წელი სხვენში ცხოვრობდა
საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია "გაიძვერა ვანკა"-ლეგენდარული საბჭოთა თაღლითი "უკანასკნელი რომანტიკოსი" ანუ კაცმა რომელმაც 100 ბანკი გაძარცვა 1131 7-ს მოსწონს
|