x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
რატომ გვიყვარს გარუჯვა

image"არაფერია იმაზე საშინელი, როგორც ასპირინის ფერი კანი"-კოკო შანელის ამ ლეგენდარული ფრაზის შემდეგ მსოფლიოში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება რუჯის მიმართ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მზის სხივების მავნებლობაზე, მუქი კანი მაინც უფრო მიმზიდველსა და ლამაზს ხდის სხეულს. ეხლა რთული დასაჯერებელია, მაგრამ ადრე გოგონებს მაღალი საზოგადოებიდან ეკრძალებოდათ მზეზე სახისა და ხელების გამოჩენა, რადგან არისტოკრატიზმის ერთერთი ნიშანი იყო-რძისფერი სახე. ესპანეთის დედოფლის იზაბელას სამეფო კარზე არსებობდა სასჯელი დამნაშავე ქალბატონებისათვის-მათ აიძულებდნენ გარუჯვას, რათა შემდეგ მათთვის საზოგადოებაში გამოჩენისთვის უარი ეთქვათ. და მხოლოდ 1908 წელს როცა ლათინურმა ცეკვებმა, განსაკუთრებით კი ტანგომ, დიდი პოპულარობა მოიპოვა, მუქი ფერის ლამაზმანების მიბაძვა მოდაში შემოვიდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს სანაპიროები დაცარიელდა და მხოლოდ 1953 წელს, როდესაც ბრიჯიტ ბარდო გამოჩნდა გარუჯული სხეულით და ბიკინებით, კვლავ შემოვიდა ბრონზეს ფერი მოდაში. ხოლო გარუჯვის მოდამ პიკს მიაღწია 80-იან წლებში, როცა ამერიკაში პროპაგანდას უწევდნენ ცხოვრების ჯანმრთელ წესს, სპორტის კულტს და გარუჯულ სხეულს. მაგრამ 90-იანი წლების ბოლოსთვის ნათელი გახდა, რომ მზის სხივების მოქმედება კანზე საზიანოა. იგი აზიანებს არა მარტო კანის გარეთა ფენას, არამედ უფრო ღრმად აღწევს, იწვევს ნაადრევ დაბერებას და სხვადასხვა კანის დაავადებებს.მიუხედავად ამისა რუჯის პოპულარობა მაინც არ კლებულობს, უბრალოდ რუჯის მოყვარულებმა რუჯის მიღების სხვა ხერხებს მიმართეს. მაგალითად, მუქი კანის მქონე ჯენიფერ ლოპესი უარს ამბობს მზის სხივებით გარუჯვაზე და ავტორუჯით ირუჯება. მას მიბაძეს აგრეთვე ვიქტორია ბექჰემმა და ანჯელინა ჯოლიმ. ნიკოლ კიდმანი არასოდეს არ ირუჯება, რადგან თვლის რომ რუჯით იგი საშინლად გამოიყურება. სკარლეტ იოჰონსონი კი მუდამ ხმარობს დიდ ქუდს, რომელიც მის სახეს იცავს მზის სხივებისგან. image

imageხოლო ირინა შეიკი არ ერიდება მზის სხივებს და ირუჯება პლაჟზე. უარყოფითთან ერთად მზის სხივების მოქმედებას დადებითი თვისებებიც აქვს, იგი D ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციის მიმართ და ადამიანს ცხოვრების ხალისს მატებს. უბრელად უნდა გონივრულად გაირუჯოთ. უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები. არ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მზეზე ყოფნა. სწორედ იმიტომ გვიყვარს რუჯი, რომ იგი სხეულს უფრო მიმზიდველს და სექსუალურს ხდის. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ
image







3
239
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
239
  
2013, 1 თებერვალი, 18:28
მზეზე ალერგია მაქვს 2 წუთითაც რომ დავდგე თავი მაგრად ამტკივდება
2012, 11 აგვისტო, 19:39
ერთადერთი მე ვემალები მზეს:(:D
0 1 3