x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138460
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხი „საქართველოს ბანკს“ მომავალ კვირას ექნება
image
დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოთხოვნაზე ოფიციალურ პასუხს „საქართველოს ბანკი“ მომავალ კვირას აცნობებს.

ბანკის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციას მათი მოთხოვნები წერილობითი ფორმით გადასცეს. როგორც მათ განუმარტეს, განაცხადი ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაეგზავნება, საბჭო საკითხს განიხილავს და ბანკის საბოლოო პოზიციას ადგილობრივებს მომავალ კვირას აცნობებს.

როგორც პარლამენტარმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ბანკი დაინტერესებულია მიწების რეალიზაცია მოახდინოს.

„რამდენიმე დღეში გაირკვევა, მხარეებისთვის იქნება თუ არა ეს წინადადება მისაღები. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ როგორც გაირკვა, ბანკის სურვილია, ამ მიწის რეალიზაცია მოახდინოს“ - აღნიშნავს ირაკლი შიოლაშვილი.


მოსახლეობა თავდაპირველად მიწის გამოსყიდვაში, ჰექტარში 1000 ლარის გადახდაზე თანახმა იყო, ამჯერად კი ბანკის წინ გამართულ აქციაზე ღიად ითქვა, რომ მოსახლეობა მზადაა, 1 ჰა მიწის ნაკვეთი 1 200 ლარად გამოისყიდოს. ახლა ისაა გასარკვევი, რამდენად დათანხმდება ბანკი მოსახლეობის შეთავაზებას.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. აქციაზე გამოჩნდა ამ სოფლის მკვიდრი, სასულიერო პირი, დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძეც.

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0