x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137499
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
დედოფლისწყაროში რთველში მომუშავე სატვირთო მანქანა დაიწვა
image

.

ხანძარი გაჩნდა დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში. როგორც ადგილობრივები გაზეთ შირაქს უყვებიან, უბედური შემთვევის შედეგად რთველში მომუშავე სატვირთო მანქანა აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


შემთხვევა 11 სექტემბერს სოფელ არხილოსკალოს ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. ყურძნით დატვირთულ ზილ–ის მარკის სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი მაშინ გაუჩდა, როცა ის საწვავის მარაგის შევსებას ცდილობდა. სახანძრო ეკიპაჟის მოსვლამდე ცეცხლის ჩაქრობას გარშემომყოფები ცდილობდნენ.



„ღვინის ქარხანაში მიჰქონდა ვენახში მოკრეფილი ყურძენი. როგორც ამბობენ, 20 ლიტრიან ლითონის ბიდონს ბენზინით ავსებდა, ვერ გეტყვით საწვავი ავზშიც ჩაასხა თუ არა. ამ დროს ეს ბიდონი აალდა და შემდეგ აფეთქდა. ცეცხლი მანქანაზეც გავრცელდა. დაიწვა ავტომანქანა და დაზიანდა მასზე დატვირთული ყურძნის მოსავალი. ალალი და ძალიან კეთილი კაცია, წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობდა, ახლა სოფელში დაბრუნდა, უნდა აქ დამკვიდრდეს. დიდხანს არემონტებდა ამ ავტომანქანას, რომ რთველის სეზონზე ემუშავა და სეზონური შემოსავლით ოჯახი ერჩინა. სამწუხაროდ, მისი გეგმები ხანძარმა გაანადგურა, " – ამბობენ სოფელ არხილოსკალოს მაცხოვრებლები.

.

სოფლის მოსახლეობამ დაზარალებულის დაასახმსრებლად კამპანია დაიწყო. მათ ეს ინფორმაცია გაავრცელეს:

"ჩვენო თანასოფლელებო, ჩვენო მეგობრებო, გთხოვთ გულთან მიტანოთ ვაჟა წიკლაურის გასაჭირი. ძნელია უბედური შემთხვევით გამოწვეული დანაკარგი.
ძნელია, როცა გიყვარს შენი საქმე და ხელი შეგეშლება. გთხოვთ, ავტომანქანის აღდგენაში დავეხმაროთ ამ კეთილ ადამიანს. როგორც შეგვიძლია ისე მივეხმაროთ. მცირედი შეიძლება ჩვენთვის არაფერი იყოს, ერთად კი ამ ადამიანისათვის მოტივაცია იქნება.
სიკეთე გადამდებია !
სიკეთე გადაგვარჩენს !
სიკეთე არ იკარგება !

საქართველო ბანკი:
GE79BG0000000602553494
ლიბერთი ბანკი:
GE26LB0211154077040000
პირადი ნომერი: 14001025916
მიმღები: ბიჭიკო წიკლაური"

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0