საქართველო დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი მოიაზრება 2017, 2 ნოემბერი, 14:15 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა მოიაზრება. ის პარტიული სიის პირველი ნომერია. ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ნოემბრის შუა რიცხვებში დაინიშნება. პირველივე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. პაპიაშვილი წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო, რომელიც ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მიმდინარე წლის 6 აპრილიდან კი, მას შემდეგ რაც ზვიად ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. პაპიაშვილი ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 24-მა წევრმა დაუჭირა. მანამდე პაპიაშვილი წლების განმავლობაში სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორად და ამავე სოფლის რწმუნებულად მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ნუგზარ პაპიაშვილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამავე თემაზე: ვინ შევა დედოფლისწყაროს ახალი მოწვევის საკრებულოში>> 147 შეფასება არ არის
|