სხვა რა მოხდა ნიუ-იორკში-საქმის ახალი დეტალები. საიპოვს 8 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად 2017, 2 ნოემბერი, 11:37 ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" იდეებით იყო შეპყრობილი და სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა ნიუ-იორკში. როგორც იცით, 31 ოქტომბერს 29 წლის ემიგრანტმა უზბეკეთიდან საიფულო საიპოვმა იჯარით აღებული ფურგონით ნიუ-იორკის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი გაიტანა.აქედან 8 გარდაიცვალა, 11 -მა სერიოზული ტრავმები მიიღო. პიკაპი, რომელსაც მართავდა საიპოვი ველოსიპედის ბილიკზე ახტა უესტ-სტრიტზე(მანჰეტენი)გაიარა კილომეტრნახევარი, რის შედეგად რამდენიმე ქვეითად მოსიარულე და ველოსიპედისტი გაიტანა.შეჩერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. ![]() ![]() პოლიციელი რაიან ნეში, რომელიც იმ დროს იქვე სკოლაში იყო გამოძახებული, გაიგო რა ტრაგედიის ამბავი, გამოვიდა ქუჩაში და საიპოვს ესროლა, მუცელში დაჭრილი ტერორისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები იტყობინებიან, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მალე გამოჯანმრთელდება. საიპოვი სასამართლოში ინვალიდის ეტლით გამოცხადდა. ![]() 117 6-ს მოსწონს
|