x
image
Maia kordzadze
10 ტექნოლოგია, რომელიც მალე სამყაროს შეცვლის
image


იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ტექნოლოგია სამყაროში, შეგვიძლია დავაკვირდეთ ცვლილებებს. ყველა ტექნოლოგია, რომელიც წარმოდგენილია ამ სიაში, უკვე გამოიყენება, მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაშია. ჩვენ ვდგავართ, კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ტექნოლოგიური ეპოქის ზღვარზე. თუმცა ეს ჯეტსონების სამყარო არაა, 2060 წლიდან, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ბევრად უფრო ფანტასტიურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.


1.გამჭვირვალე ხე


image



მეცნიერებმა შეძლეს ახალი გამჭვირვალე და ბიოდეგრადირებადი მასალის შექმნა, ჩვეულებრივი კორპის ხის და ეპოქსიდური რეზინის ქიმიური დამუშავებით, რაც მისი ნედლეულისაგან განსხვავებით, ექვსჯერ უფრო ძლიერია. მისი ძალა და გამჭვირვალობა ახალი ტიპის ხეს ზოგიერთი სახის პოლიმერების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას იძლევა.

მეცნიერები კი თვლიან, რომ გამჭვირვალე ხე შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის ენერგიის განახლებისთვის, რადგან მასალა ნაწილობრივ შთანთქავს სინათლეს, მასში მხოლოდ დაახლოებით 85-90% სინათლე გადის. სავარაუდოდ, მომავალში სახლები ამ ხით აშენდება, რომელიც აგრეთვე ამ სახლებისთვის ენერგიის წყაროც იქნება.


2. "ჰიპერპეტლი''


image


ვინც უყურა "ფუტურამას", ალბათ ახსოვს მილები, რომლებსაც ფუტურამას გადაადგილებისთვის იყენებდნენ. ეს სატრანსპორტო ტექნოლოგია, რეალურ ცხოვრებაში, რაღაც მსგავსის რეალიზების საშუალებას იძლევა. 2013 წელს, პირველად შემოღებულ "ჰიპერპეტლს'', ვაკუუმური მილების გამოყენებით, ქალაქებს შორის მგზავრების გადასაყვანად გამოიყენებენ. პროგნოზირებული სიჩქარე საათში დაახლოებით 1, 300 კილომეტრია. რაც ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფია.

იმისათვის, რომ ხანმოკლე მგზავრობა უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდეს, მილებში იქნება ციფრული ეკრანები. დამტკიცებულია, რომ “ჰიპერპეტლი" უფრო ეფექტური ეკონომიური სატრანსპორტო საშუალება იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება მგზავრობა ისე, როგორც Fry, Leela და Bender მგზავრობდნენ.


3. ნანოტექნოლოგია


image


ვერც კი წარმოიდგენთ რა შეიძლება მოჰყვეს ნანოტექნოლოგიის განვითარებას მომდევნო საუკუნეში. წყლის დასუფთავებიდან დაწყებული ბიოდეგრადირებად პლასტიკის შექმნამდე, იგი ხელს შეუწყობს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ მცირე ზომის მოწყობილობებს ადამიანის დნმ-ის მასშტაბზე შუძლიათ იმუშაონ და ფუნდამენტურად შეცვლონ არსებების შემოქმედებითი ან დესტრუქციული ქმედება, სასურველი ეფექტის მისაღწევად.

ეს მანქანები იმდენად მცირეა, რომ მათ შეუძლიათ თქვენი გულის ცემიდან მიიღონ ენერგია, ან უჯრედში მიმდინარე ქიმიური რეაქციებით. ნანოტექნოლოგიის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა ალცჰეიმერის და კიბო. უნდა შეიქმნას უფრო ეფექტური წყარო, ისეთი უვნებელი უჟანგავი მასალები, რომლებიც მუდმივად იქნება გამოყენებილი ან გარკვეულ სინათლის ტალღების ზემოქმედებისას გაიყოფა.


ადამიანმა ერთხელაც შეიძლება მოიხედოს უკან და ნანოტექნოლოგიას შეხედოს, როგორც უძველეს ეპოქას, ისევე, როგორც ახლა ვხედავთ მომავალს და გაოცებულები ვართ იმით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნანოტექნოლოგიის დახმარებით.



4. 3D ბეჭდვა



image


ეს ტექნოლოგია უკვე რამდენიმე წელია გამოიყენება, მაგრამ მას მაინც ახალი კუთხით სარგებლობენ. იგი უფრო ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება. ბეჭდვა, 3D მოწყობილობებით, თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მედიცინა, საძიებო სივრცე, დიზაინი, დაპროექტება - 3D ბეჭდვა რევოლუციას ახდენს.

3D-ს მომავალი არის- ბეჭდური პროტეზები, ადამიანის ორგანოების ნაწილები სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებისთვის და დისტანციური გალაქტიკების სივრცეში სათადარიგო ნაწილების ბეჭდვა, რომლებიც შორეულ გალაქტიკებში არიან.

მალე დადგება ის მომენტი, როდესაც ბეჭდურ სახლში ცხოვრება იქნება შესაძლებელი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ბეჭდური ველოსიპედებით და მანქანებით გადაადგილება.


5. ჭკვიანი მინ


image


მოქნილი, გამძლე, ჭკვიანი (!) მინა? სინამდვილეში, კაცობრიობა "შუშის ეპოქაში" შედის. მინას აქვს უნარი შეიცვალოს გამჭვირვალობა, ფორმა და მთელი დარჩეს და გამოიყენონ, როგორც სენსორული ეკრანი. ამ ახალმა მასალამ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ჩვენი სახლები და სამუშაო ადგილები.


ჩვენი ახალი კედლები შეიძლება გადაკეთდეს ფანჯრებად, გააკონტროლოს ულტრაიისფერი და სითბოს ოდენობა და გაზარდოს ენერგოეფექტურობა სახლებში და მანქანებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ყველა ზედაპირი ჭკვიანი იქნება, რომელსაც შეუძლია კედელი ფანჯარად და ფანჯარა ტელევიზორის ეკრანად, მხოლოდ ხელის მოძრაობით გადააქციოს. ეს ახალი ტექნოლოგიები ქმნიან მომავლის იმიჯს.



6. ჰოლოგრამები


image



სახლების დაპროექტება, თამაშების თამაში, სივრცის შესწავლა, ახალი სამყაროების შექმნა - ყველაფერი სამგანზომილებიანი სივრცეშია, ასეთ მომავალს გვთავაზობს ჰოლოგრამები. ჩვენს ფიზიკურზე, ციფრულ სამყაროს იმდენი პოტენციური უპირატესობა ეკისრება, რომ უბრალოდ შეუძლებელია აქ ჩამოთვლა.

ჰაერის ფერწერიდან დაწყებული მარსის ზედაპირზე სიარულით დამთავრებული, ჰოლოგრამები ხელს უწყობენ ეპოქის დასაწყისს, როდესაც მეცნიერება და ჯადოსნობა განურჩეველი გახდება. მათთან ერთად, ინფორმაცია და შემოქმედებითი ძალა ჩვენს ხელთ იქნება. ვინ იცის, ამ ტექნოლოგიის დახმარებით, კიდევ რას შექმნის ადამიანი?



7. ვერტიკალური სოფლის მეურნეობა


image


2050 წლის პროგნოზით, დედამიწაზე პლანეტის 80% -ზე მეტი ადამიანი, ქალაქში იცხოვრებს. შესაბამისად, სურსათის წარმოებაში განსხვავებული მიდგომა დაგვჭირდება. ვერტიკალური სოფლის მეურნეობა საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, მაგალითად, სინგაპურის კუნძულ სახელმწიფოს, გადალახოს სურსათის პრობლემის მოგვარება, რომელის გადაჭრასაც დიდი ხანია ეძებენ.


ვერტიკალურად კვების პროდუქტების წარმოება, სივრცის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის უფრო და უფრო დეფიციტური და ბევრად ღირებული ხდება. გარდა ამისა, ასეთი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება სუფთა წყლისა და ენერგიის დაზოგვა. ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოპოვების ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური საშუალება.


8. ადამიანის შესაძლებლობების განვითარება


image

ბიონიკა, ყველაზე ლოგიკურ გაგებით, კაცობრიობის იერსახეს შეცვლის. რადგანაც ჩვენ მანქანებთან უფრო მეტად ინტეგრირებული გავხდით, მომავლის ადამიანებს ექნებათ ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ.

თვალში კამერების ჩანერგვისას, ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები გაფართოვდება, მაგალითად, ირბენს და გადაადგილება, ან გონების ძალაუფლებით აკონტროლებს სხვადასხვა მოწყობილებებს.

ადამიანის მანქანისგან გარჩევა უფრო და უფრო შეუძლებელი იქნება. ადამიანის შესაძლებლობების ახალმა გაუმჯობესებამ შეიძლება შთაბეჭდილებების მიღების ახალი მეთოდი გახსნას, მაგალითად, ფერების "მოსმენის" უნარი, ელექტრული ველის “შეგრძნება" ან პირდაპირ ტვინს გაუგზავნოს ინფორმაცია, მატრიცის სტილში.


9. საყოფაცხოვრებო რობოტები და უპილოტო დრონები


image


რობოტოტექნიკის სფეროში- კაცობრიობა წინ მიიწევს, და სახლებში უფრო კომფორტული რობოტები იქნება. კომერციული დრონის გაყიდვების ზრდა - მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამ ბაზარზე იქნება ახალი, უფრო ინტელექტუალური და უფრო მრავალმხრივი მოწყობილობები.


Honda-ს კომპანიაში ASIMO-ს გამოჩენა, რომელიც ხალხის დახმარებას ისახავს მიზნად და რობოტების მზარდი გამოყენება მრეწველობასა და მომსახურებაში, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტენდენცია არ შეჩერდება. ტელევიზორებისა და კომპიუტერების გარდა, სავარაუდოა, რომ ჩვენ შვილიშვილებს ყოველთვის ხელსაყრელი ტექნიკის პატარა არმია ექნებათ.


10. ხელოვნური ინტელექტი


image


მედია კიბერნეტიკული კომპანიბით შევსებას გვპირდებოდა, რომლებიც დაამყარებდნენ ჩვენთან კომუნიკაციას, ჩვენ ბრძანებებს დაემორჩილებოდნენ, ექნებოდათ ემოციები და იუმორის გრძნობა. მიუხედავად ამისა, რეალურ სამყაროში ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია არაა.


შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს, რადგან ინჟინრები ანვითარებენ პროგრამას, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს ადამიანის ემოციებს. მოცემული ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, ზოგიერთი მოწყობილობებს შეეძლებათ გამოიცნონ ადამიანის ხასიათი, გაბრაზებული იქნება თუ მოწყენილი. ზოგიერთს კი შეეძლება იმის განსაზღვრა თუ რატომ.


ეს რობოტების შექმნის პირველი ნაბიჯებია, რომლებიც შეძლებენ შეიცნონ და აღწერონ მსოფლიო თავის გარშემო, და გააზიარონ საკუთარი გამოცდილება ჩვენთან ერთად. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ოდესღაც ადამიანები მსოფლიოში ემოციურად ინტელექტუალური აზროვნების მანქანებთან ერთად იცხოვრებენ.


თქვენი წინადადებები და მოსაზრებები ამ თემაზე შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის სახით.



წყარო: http://topsweet.ru/top-10-tehnologii-kotorye-skoro-izmenyat-nash-mir/

.

0
362
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0