შოუბიზნესი 12 ცნობილი ადამიანი, რომელსაც მხატვრობის ნიჭი ჰქონდათ 2017, 31 ოქტომბერი, 18:31 AdMe.ru -მ იპოვა, ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ხატვის ნიჭი აღმოაჩნდათ. ცნობილ ადამიანებს ნამდვილად აქვთ იმაზე მეტი მოსაყოლი ჩვენთვის, რაც უკვე გაგვიაზიარეს. მათი ძირითადი საქმიანობის მიღმა იმალება სულის ნაწილი, რომელსაც აქამდე არ იცნობდით. ნახატით ადამიანი საკუთარ განწყობას, სურვილებს, სამყაროსადმი დამოკიდებულებას გადმოგვცემს. შესაბამისად, საინტერესო იქნება ცნობილი ადამიანების ნახატები. ერთად დავათვალიეროთ ისინი: ტიმ ბერტონი1997 წელი ტიმ ბერტონი სწავლობდა კალიფორნიის ინსტიტუში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ჯონი დეპიძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ჯონი დეპი შესანიშნავად ხატავს. განსაკუთრებით გამოსდის პორტრეტები. დევიდ ბოუი დევიდი ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა სამხატვრო სკოლებს. 90-იანებში მისი ნახატები სამხატვრო გალერეებში გამოიფინა. მერლინ მენსონი მენსონი 20 წელია რაც ხატავს. ამ ხნის მანძილზე, მან 150 ნახატზე მეტი გამოფინა სამხატვრო გალერეებში. პოლ მაკ–კარტნიის ბავშვობიდან ხატავდა; მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ წარმატება სხვა სფეროში ელოდა. ფინანსური სტაბილურობის მიუხედავად, ის ბავშვობის ნიჭს ისევ ავითარებს და არ შეუწყვეტია ხატვა. ჯეიმს ფრანკო ენტონი ჰოპკინსიმსახიობი ამბობს, რომ არ აქვს სამხატვრო განათლება. ის თავის ნიჭს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ენტონი ხატავს სწრაფად და პრიმიტიულად, მას ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს და სხვა მეორეხარისხოვანია. ჯიმ კერი ჯიმ კერიმ, ცოტახნის წინ ყველა განაცვიფრა, როდესაც გამოაქვეყნა ერთწუთიანი დოკუმენტური ფილმი "მე მჭირდება ფერი", სადაც ის (როგორც ამბობენ) სასწაულებს სჩადის. ბობ დილანიმისი ნახატები უკვე საკმაო პოპულარობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ისინი, რომლის თემა "ახალი ორლეანია" 40-50 –იან წლებში. ფრენკ სინატრაფრენკი მხატვრობაში მნიშვნელობას აბსტრაქციონიზმს ანიჭებდა. ფრედი მერკური ვიქტორ ცოი როგორც ხედავთ, ხატვა ისეთი საქმიანობაა, რომელიც ხელს ნამდვილად არ შეგიშლით სხვა პროფესიაში წარმატების მიღწევაში. ამიტომ, აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ცხოვრება ნამდვილად ხანმოკლეა იმისთვის, რომ უარი თქვათ იმაზე, რაც ბედნიერს გაგხდით... წყარო:/www.adme.ru 83 2-ს მოსწონს
|