x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
7 ცნობილი წყევლა, რომელმაც მსოფლიო მოიარა

ალბათ გსმენიათ წყევლის შესახებ, რომელიც ადამიანის წარმოსახვაში ცუდ ასოციაციებს იწვევს. ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ არსებობს ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ჩვენს ბედზე ახდენს გავლენას? უმჯობესია მოვიყვანოთ ფაქტები და გესაუბროთ ამოუცნობი დამთხვევების შესახებ...

image

მომღერალი ემი უაინჰაუსი სიკვდილის შემდეგ მოხვდა "კლუბ 27"-ში, ანუ იმ მუსიკოსების სიაში, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალენ. ამ ფაქტმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ არსებობს წყევლა, რომელიც ცვლის ადამიანების ბედს და განაგებს მათ ცხოვრებას.


1)მადენის წყევლაimageMadden NFL- არის პოპულარული ვიდეო თამაში . ამერიკული ფეხბურთი, სადაც ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ყველა ფეხბურთელის მახასიათებლებია ჩაწერილი. თამაშის ბროსურაზე 11 წლის განმავლობაში ჯონ მადდენი იყო გამოსახული, 2001 წლამდე. მას შემდეგ ბროშურაზე, ყოველ წელს ახალი მოთამაშე ჩნდება. აღსანიშნავი ის არის რომ ყველა მოთამაშე, რომელიც ბროშურაზე აღმოჩნდება, იმავე წელს ღებულობს სერიოზულ ტრავმას. დანტე კულეპერმა, მიიღო მუხლის ტრავმა და გამოტოვა სეზონის 5 თამაში, მაიკლ ვიკმა მიიღო ტრავმა, როცა თამაში გამოჩნდა მაღაზიებში მისი სახით. მაკნაბმა განაცხადა, რომ "მადენის წყევლის" არ სჯეროდა, ამიტომ დათახმდა შემოთავაზებას, მისი სახე ყოფილიყო თამაშის ბროსურაზე. წყევლამ მასზეც იმოქმედა, მან ოირველივე მატჩში მიიღო "სპორტული თიაქარი". სპორტსმენები, რომლებმაც დაშავდნენ წყევლის შედეგად ყოველ წელს იზრდება.

2) ქვა Björktorpimageშვედეთში, ბლეკინეს პროვინციაში, წრეში რამდენიმე არის ჩაფლული. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აქ უძველესი სასაფლოებია თავმოყრილი. თუმცა არავინ არ იცის, რატომ არის ეს ქვები აქ. ისინი ერთი ადამიანის მოტანილს არ ჰგავს და სავარაუდოდ ჩვ. წთ. აღ-მდე მე-7 საუკუნეში გაჩნდა. ამ ქვებს შორის არის ერთი ქვა, რომელსაც Björktorp-ს ეძახიან და მასზე უძველესი წყევლაა დაწერილი.image"მე ვარ რუნების მფლობელი, აქ იმყოფება ძლიერი რუნები. იყოს მუდამ შიშში, გარიყული და მოკლული ჯადოქრობით მისგან ის, ვინ დაანგრევს ამ ძეგლს. მე გისჯი სიკვდილს."
ლეგენდის თანახმად, რომელიც გაჩნდა მე-15 საუკუნეში, ერთი ადამიანი ცდილობდა ქვების დანგრევას. იმისათვის, რომ ქვები შეერყია დაანთო ცეცხლი მათ გარშემო და შემდეგ უნდა მოერწყა. მაგრამ, მაშინ როცა ცეცხლის დაანთო, მასზეც გადავიდა ის და ცოცხლად დაიწვა.

3) კლუბი 27

imageკლუბ-27 -ის წყევლა ეხება მუსკოსების ჯგუფს, რომლებიც სწორედ 27 წლისები გარდაიცვალენ. კლუბ 27- ში მოხვდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიცაა: რობერტ ჯონსონი(1938 წელს მოკვდა გაურკვეველი მიზეზით), ბრიან ჯონსი(1969 წელს, აუზში დაიხრჩო), ჯეიმს ჰენდრიკსი(1970 წელს, გაიგუდა ღებინების შემდეგ, რადგან მიღებული ჰქონდა ღვინო და საძილე საშუალება ერთდოულად), ჯენის ჯოპლინი (1970 წელს, ჰეროინის გადაჭარბებით მოკვდა), ჯიმ მორისონი(1971 წელს, გული გაუჩერდა) კურტ კობეინი(1994 წელს, თავი მოიკლა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დას ეუბნებოდა, რომ ძალიან სურს მოხვდეს კლუბ 27-ში)

image

სულ კლუბ 27-ში 40 მუსიკოსია მოხვედრილი. 2011 წელს, ამ საზარელ სიას, შეურთდა მომღერალი ემი უაინჰაუსი, რომელიც კარიერის უმაღლეს მწვერვალზე იმყოფებოდა.

4) ჯეიმს დინი და "პატარა ნაბიჭვარი"image1950-იანი წლების გამორჩეული მსახიობია ჯეიმს დინი. ის თავის ავტომობილს, Porsche 550 Spider- ს " პატარა ნაბიჭვარს " უწოდებდა. მსახიობი დაიღუპა ავარიის შედეგად, სწორედ ამ ავტომობილზე. მსახიობი, ალექს ჰინესი ეუბნებოდა დინს, რომ ეს ავტომობილი ძალიან "ბოროტად" გამოიყურებოდა და არ შეეძინა იგი. თუმცა მის საწინააღმდეგოდ ავტომობილი დინმა მაინც შეიძინა და ზუსტად ერთ კვირაში დაიღუპა კიდეც.

ავტომობილმა სიკეთე არც შემდეგ მფლობელებს მოუტანა ... საბურავები, რომელიც გაიყიდა სხვა ავტომობილზე, ერთდროულად გასკდა. ტროი მაკგენრი და უილიამ ეშრიდი, მოხვდნენ ავარიაში, მატი ავტომობილი სწორედ Porsche 550 Spider-ის ნაწილებით იყო აწყობილი. ეს სია კიდევ უფრ გრძელია...

5) სუპერმენის წყევლა image

ამ გმირის შემქმნელებს, ჯერი სიგელსა და ჯო შუსტერს Dc Comics-გან, არცერთი ცენტი არ მიუღიათ. ამბობენ, რომ სუპერმენის გმირები სწორედ ამიტომ იყვნენ დაწყევლილები. პირველმა მსახიობმა, რომელმაც ითამაშა სერიალში სუპრემენის როლი, ჯორჯ რივზმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

image

სხვა მსახიობი, კრისტოფერ რივსი, რომელმაც ასევე ითამაშა სუპერმენის როლი, სახურავიდან გადმოვარდა. ამის შედეგად ის ეტლით მოსარგებლე გახდა, 9 წლის შედემგ კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

6)ხოუპის ბრილიანტის წყევლაimageეს ყველაზე ცნობილი ბრილიანტია მსოფლიოში... სავარაუდოდ ის მძარცველებმა ტაძრიდან გაიტაცეს მე-17 საუკუნეში. მღდვლებმა ქვაზე წყევლა დააწესეს, რომელიც რამოდენიმე საუკუნეა მოქმედებს. მოპარვიდან ძალიან მალე, ქვა ფრანგ ვაჭარს მიყიდეს. კონსტანტინოპოლში მას თავს დაესხა ცოფიანი ძაღლები და დაგლიჯეს ის. სიკვდილამდე, ვაჭარმა მოახერხა საფრანგეთის მეფე ლუი XIV- ისთვის ქვის წარდგენა და გაყიდვა. მაშინ, მან არიცოდა რომ ქვას უბედურება მოჰქონდა.

პრინცესა დე ლამბალი, რომელიც ატარებდა ამ ქვას, იქნა მოკლული დიდი ფრანგული რევოლუციის დროს. მეფის ფინანსთა მინისტრმაც გაიზიარა ცუდი ბედი, რომელმაც აიღო ქვა მისთვის. მან სიცოცხლე ციხეში დაასრულა. ყველა მყიდველი, რომელსაც ქვასთან ჰქონდა შეხება, სიცოცხლეს უცნაურ გარემოებაში ასრულებდა.

7) თეკემის წყევლაimageთეკემი წყევლა, სხვაგვარად საპრეზიდენტო წყევლასაც უწოდებენ. ის დაკავშირებულია, უცნაურ დამთხვევასთან. პრეზიდენტები, რომლებსაც ირჩევდნენ ისეთ წლებში, რომელიც მთავრდებოდა 0-ით, 1840 წლიდან -1960 ით დამთავრებული, სიცოცხლეს უცნაურ გარემოებაში ასრულებდნენ.

image

წყევლა უკავშირდება უილიამ გარისონს, რომელმაც განიზრახა ადგილობრივი ამერიკელების მიწა მიეთვისებინა. მაშინ ის გუბერნატორი იყო. მან ძალით დაიკავაბელად თეკემეს სოფელი. თეკემეს ძმა ტყვედ აიყვანა. მას წინასწარმეტყველს ეძახდნენ. წინასწარმეტყველმა დაწყევლა უილიამი დაუთხრა, რომ ის მმართველობის დროს მოკვდებოდა. მან უთხრა, რომ ეს ეხებოდა ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც იქნებოდა არჩეული წლებში, რომელიც 0-ით მთარდებოდა.

0
233
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0