x
image
თეო777
ნახატი რომელიც რეკორდულ ფასად, 120მილიონად გაიყიდა, (ედვარდ მუნკი, "კივილი")

imageედვარდ მუნკის მიერ “კივილის” პასტელით
შესრულებული ვერსია, ანონიმმა მყიდველმა სოტბის აუქციონზე, 120 მილიონ
დოლარად შეიძინა და ამით აუქციონზე გაყიდული ხელოვნების ნიმუშების
ღირებულების რეკორდი დაამყარა. ნორვეგიელი მხატვრის – ედვარდ მუნკის
“კივილს“ თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა – “სასოწარკვეთა“. ალბათ,
ძნელია, იპოვო სხვა ნახატი, რომელიც ასეა გაჟღენთილი მარტოობით, შიშით,
უიმედობით და მაინც ასე იზიდავს მნახველს.
ცენტრალური ფიგურის უკანა ფონზე ორი მშვიდი სილუეტი მხოლოდ და მხოლოდ
ამძაფრებს იმ უკიდეგანო თავზარის განცდას, ვულკანური ლავასავით რომ იღვრება
სურათიდან.
ედვარდ მუნკი:“ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი.
მზე ჩადიოდა და უეცრად ცა სისხლივით გაწითლდა… არაქათი გამომელია, შევჩერდი
და ღობეს დავეყრდენი – შევცქეროდი სისხლსა და ცეცხლის ალებს
მოლურჯო–მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე… ჩემმა მეგობრებმა გზა
განაგრძეს, მე კი ვიდექი, მღელვარებისგან ვთრთოდი და შევიგრძნობდი უსასრულო
კივილს, ბუნება რომ გაემსჭვალა.“

5
1034
6-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
1034
  
2012, 3 ივლისი, 17:12
გენიალურია :)))
2012, 26 ივნისი, 1:42
მე პირადად 120 მილიონი რომც მქონდეს არ გადავიხდიდი ,მაგრამ ვინც ხელოვნებას აფასებს იმისთვის ღირებულია ალბათ :))))))
2012, 25 ივნისი, 16:44
რაღაც მიჯღაბნილია რა 120 მილიონი ღადაოოობ ავტოოოორ :D
2012, 20 ივნისი, 12:23
რა ნახატია ეს კაცო :D:D:D ამაზე უკეთესს მე დავხატავ :D:D:D
2012, 18 ივნისი, 14:18
ვგიჟდები ამ ნახატზე.. ამაზე უფრო ემოციის გამომხატველი სურატი არ მინახაააავს :)
0 1 5