შოუბიზნესი ვინ მალავს ფარულავა-გაჩეჩილაძის ჩხუბის ამსახველ ვიდეოს? 2012, 9 ნოემბერი, 17:44 5 ნოემბერს ერთ-ერთი პოპულარული ტელე შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" დაწყებამდე საგრიმიოროში თაკო გაჩეჩილაძესა და ია ფარულავას შორის ჩხუბი მოხდა. თაკო გაჩეჩილაძე ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებს, ფარულავა კი მას ფსიქიატრთან ვიზიტს ურჩევს. გაჩეჩილაძეს სასამართლოში წარსადგენად ამ ჩხუბის ამსახველი ვიდეო მასალა სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით გადაცემის პროდიუსერმა ალინა არველაძემ თქვა რომ ვიდეო მასალა წაშლილია! გამოითქვა მეორე ვერსიაც, იმის შესახებ რომ პროდიუსერს არ სურს ვიდეო მასალის გავრცელება რადგან ეს შოუს უფრო მეტად გახვევს ამ სკანდალში. 9181 8-ს მოსწონს
|