x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს საკრებულო ბოლო სხდომას გამართავს

image
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ნოემბერს დღის 11 საათზე ბოლო სხდომას გამართავს.

როგორც საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაკა სულაშვილი ამბობს, დღის წესრიგში ორი საკითხი იქნება. დეპუტატები სოციალურ პაკეტში შესატან ცვლიებებს და ქალთა მუნიციპალური ოთახის შექმნის საკითხს უყრიან კენჭს.

საკრებულოს ეს შემადგენლობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იმავე წლის ივლისიდან მუშაობს. მას ჯერ ზვიად ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე თვის წინ კი საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს.

ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას 30 დღის ვადაში დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის, შემდეგ კი სხდომას უხუცესი წევრი გაუძღვება. დეპუტატები ფარული კენჭისყრით პირველივე სხდომაზე აირჩევენ როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ისე მის მოადგილეს. შემდეგ კი კომისიები დაკომპლექტდება.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0