x
image
ვიზა კოხაძე
"ეს ისაა "იმ " ცხრა წლის შავი პიარით რომ იყო დაკავებული-გასკვანჩეს !" - ელისო კილაძე მანაფორტიზე, რომელსაც ამერიკის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

image"ეს ისაა "იმ" ცხრა წლის შავი პიარით რომ იყო დაკავებული-გასკვანჩეს !უცხო ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფების ლობირებას და ფულის გათეთრებას ედავებიან !" - ასეთი სტატუსით ეხმაურება გაზეთ "ქრონიკა + " - ის რედაქტორი ელისო კილაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს პოლ მანაფორტის დაპატიმრების საკითხს. მას ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ 12 ბრალდება წაუყენა, რის საფუძველზეც სასამართლომ მანაფორტის შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ანალოგიური აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს მანაფორტის ბიზნესპარტნიორ რიკ გეიტსაც. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების გარდა, გამოძიება პოლ მანაფორტს ფულის გათეთრებას, ცრუ ჩვენების მიცემასა და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩრდილოვან გარიგებებში მონაწილეობას ედავება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მანაფორტეს ედავებიან არარეგისტრირებულ კავშირებზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის პარტია " რეგიონებთან" ( ცნობისათვის ეს პარტია პრორუსული პოლიტიკური პარტიაა ) და მის დაფინანსებას ბიზნესპარტნიორ რიკ გეიტსთან ერთად ანუ საუბარია ფულის გათეთრებაზე, პოლიტიკურ კონსულტაციებზე და ლობირებაზე. 2006 წლიდან 2015 წლამდე პოლ მანაფორტე და რიკ გეიტსი უკრაინის მთავრობის არარეგისტრირებული აგენტები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ პარტია "ofRegions" ვიქტორ იანუკოვიჩი 2001- დან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა, ანუ მანამდე, სანამ ის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ რუსეთს შეაფარებდა თავს.მსჯავრდებულების სახელზე ასობით მილიონი ამერიკული დოლარია გენერირებული უკრაინაში ჩატარებული სამუშაოებისთვის.imageთეთრ სახლში განაცხადეს, რომ მანაფორტისა და გეიტსის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტს და მის 2016 წლის საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. თავად ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბრალდების ყველა პუნქტი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პერიოდს ეხება.

Donald J. Trump @realDonaldTrump

Sorry, but this is years ago, before Paul Manafort was part of the Trump campaign. But why aren't Crooked Hillary & the Dems the focus?????

6:25 PM - Oct 30, 2017

0
322
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0