საქართველო ქართული ოცნების დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ ხმების ხელახლა დათვლაზე უარი თქვა 2017, 31 ოქტომბერი, 13:06 „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონულმა ორგანიზაციამ უარი თქვა ხმების ხელახლა გადათვლაზე იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისი საჩივარი, რომელიც საოლქო კომისიაში 22 ოქტომბერს შევიდა, უკან გაითხოვეს.
საჩივარი სადაო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ საოლქო კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მანანა ტოხიშვილისა და თამარ ბერიანიძის სახელით შესული საჩივარი მათი დაწერილი არ იყო და არც ხმების ხელახლა დათვლა მოუთხოვიათ. დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში გამარჯვება პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა ხორნაულმა მოიპოვა, ხმების 51, 70% დააგროვა და სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხა. სოფელ ქვემო ქედში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ავთანდილ ხარხელაური 6 ხმით ლიდერობს. „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვებული კანდიდატი შალვა ხორნაული დედოფლისწყაროში მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს და ამომრჩეველს მადლობას უხდის. 28 შეფასება არ არის
|