მოვლენები შემთხვევით გადაღებული ფოტოს შემდეგ 19 წლის სტუდენტს ერთბაშად სამმა სამოდელო სააგენტომ შესთავაზა სამუშაო 2017, 30 ოქტომბერი, 18:57 19 წლის სტუდენტის ანოკ იაის(Anok Yai) ორმა შემთხვევითმა ფოტომ, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოგრაფმა, უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. ფოტოგრაფმა გააკეთა რეპორტაჟი ვაშინგტონის ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართულ პოპულარულ საკვირაო ღონისძიება-Yardfest-იდან, ფოტოები კი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" განათავსა. "ის ყველაზე ბოლს ვნახე ფესტივალზე, მომხიბვლელი ანოკ იაი"-აღნიშნა ფოტოგრაფმა. ანოკ იაი ნიუ-ჰემფშირის მანჩესტერიდან არის, იგი აქ გაიზარდა, გოგონა პრიმუტის უნივერსიტეტის მეორეკურსელია. როგორც The Boston Globe. იუწყება გოგონას ფოტო სულ ცოტა ხანში ვირუსული გახდა.მარტო იმავე კვირა დღეს, როდესაც ფოტო ქსელში განთავსდა, 11 000 მოწონება დაიმსახურა. "ჩემი ტელეფონი ზედიზედ ვიბრირებდა დიდი ხნის განმავლობაში, თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ალბათ ჩემზე რამე დაწერა"-აღნიშნავს ანოკი. რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მონიშნა გოგონას ფოტოები, იყო 1000-ზე მეტი აღფრთოვანებული კომენტარი, საბოლოოდ გოგონას ერთბაშად სამმა სამოდელო სააგენტომ შესთავაზა სამუშაო. "ეს იყო ოცნება, რომელის ახდენაც მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, თუ ოდესმე ეს მოხდებოდა."-აღნიშნა ანოკიმ ანოკ იანის ოჯახი 2000 წელს გადმოვიდა ეგვიპტედან აშშ-ში საცხოვრებლად, მაშინ გოგონა 2 წლის იყო, სტუდენტი-ბიოქიმიკოს აცხადებს, რომ ყოველთვის აინტერესებდა მოდა და ხელოვნება და ოცნებობდა მოდელობაზე. 4974 12-ს მოსწონს
|