x
image
Maia kordzadze
პრინც ჰარიმ შეყვარებული სამეფო ოჯახს წარუდგინა და ქორწინების სავარაუდო თარიღიც დადგენილია
image


ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარის და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი, შეიძლება, 2018 წლის ზაფხულის დასაწყისში გაიმართოს-იუწყება Vanity Fair.


"ყველაზე სავარაუდო თარიღი - 2018 წლის ზაფხულის დასაწყისია, რომელიც ჰარის და მეგანის ურთიერთობის 2 წლისთავს უკავშირდება'' - განაცხადა გამოცემამ.


image

ცნობილია, რომ მარკლი მის უდიდებულესობა ელისაბედ II- ს შეხვდა.



image
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცმა თავის საცოლე მამას-ჩარლზს, უელსის პრინცს და კორნუოლის ჰერცოგინიას-კამილას წარუდგინა. მათზე ამერიკელმა მსახიობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

image

წყაროები ამბობენ, რომ წყვილი ჯერჯერობით ფორმალურ განაცხადს ვერ აკეთებს, რადგან აგვისტოში, პრინცესა დიანას გარდაცვალების 20 წლისთავია და ნოემბერში კი, დედოფალ ელისაბედის და პრინც ფილიპის ქორწინების 70 წლისთავი.


ასევე ცნობილია, რომ წყვილს ქორწინება ვინძის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, სურთ.

image

როგორც MIGnews.com.uа იუწყება- ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონი მესამე ბავშვზეა ორსულად. ახლა კი, სამეფო ოჯახი კიდევ ერთი სასიხარულო ღონისძიების მოლოდინშია.





0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0