პოლიტიკა ცსს-ს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში აღმოაჩინეს ფოტო,რომლიც ჰიტლერის თვითმკვლელობას აქარწყლებს 2017, 30 ოქტომბერი, 11:13 ![]() ცსს-ს გასაიდუმლოებულ არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რის მიხედვითაც მესამე რეიხის ლიდერი ბოლივიაში ნახეს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიაწოდა(ცსს) ლათინური ამერიკაში მომუშავე ჯაშუშმა კოდური სახელწოდებით ციმელოდი-3-მა(CIMELODY-3). სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ეს საიდუმლო დოკუმენტი იყო ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა ნაცისტთა ლიდერი ცოცხალი ყოფილიყო. დოკუმენტის მიხედვით ცსს-ს რიგითი თანამშრომელი ფილიპ სიტროენი თითქოსდა ყოველთვიურად ხვდებოდა ნაცისტთა ლიდერს ბოლივიაში, თვითონ სიტროენი მუშაობდა ჰოლანდიის თბომავლების კომპანიაში და ხშირად უწევდა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში. ციმელოდი -3-ი შუამავლის საშუალებით ეკონტაქტებოდა სიტროენს, როდესაც მან მოსთხოვა პირდაპირი მტკიცებულება, სიტროენმა გამოუგზავნა ფოტო, სადაც მასთან ერთად სურათზე არის აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც ძალიან წააგავს ჰიტლერს. ![]() 1475 11-ს მოსწონს
|