პროზა მეგობრის დაბადების დღე, ანუ როგორ ვიგრძნოთ თავი მარტოდ?! 2017, 29 ოქტომბერი, 19:42 ![]() ჩვენი მაგარი ადამიანის დაბადების დღე . თითოეულს გვერდით ეჯდა მარტოობა, მაგრამ დაიხსნეს თავი მე კი ვერა და ვერ განვთავისუფლდი . არ დაადგა საშველი . რა არ ვცადე, არადა არ მომცილდა ... მერე არაფერი ვცადე და შევწუხდი. მხრებიდან ყელისაკენ გადაინაცვლა მარტოობამ და ამ ათ კაცში ყველაზე სუსტად მაგგრძნობინა თავი . იჯდა და იცინოდა მარტოობა ხომ ხედავ მოგერიეო ... იჯდა უტიფრად და არ მანებებდა თავს იყო ყველა და ვიყავი მარტო მე ყელში ბურთებ მოწოლილი და ვითმენდი მარტოობას . თქვენ როგორ ფიქრობთ? მარტოობა თქვენ საზღვრებს როდის კვეთს იქნებ მაშინ როცა ყველა გყავთ? ან იქნებ მაშინ როცა მართლა მარტო ხართ სახლში? ოდესმე შეგიგრძვნიათ ათას კაცში ერთი იყოთ მარტოდ მარტოდ მხოლოდ თქვენ და სხვა ყველა ერთად? რას გრძნობდით მაშინ? ან რას გრძნობთ ახალა ამის წაკითხვისას? იქნებ ყველაზე მეტად მარტოობა ახლა აღწევს თქვენში? რას გაიგებს კაცი . გუშინ ჩვენი მაგარი ადამიანის დაბედების დღე იყო . ვიყავით ჩვენ და ჩენ გვერდით იყო მარტოობა . მთელი საღამო არ მოგვშორებია . ვიჯექით ათი კაცი და ვდუმდით . ჩვენ, ჩვენ მარტოობას გვერდს ვუმშვენებდით და ვუსმენდით ყველა. 32 1-ს მოსწონს
|