პროზა როგორც არასდროს არავის,ანუ როგორ მაწყენინა და ვაწყენინე მეგობარს 2017, 30 ოქტომბერი, 20:44 ![]() აიზილნენ და გაქრობა გადაწყვიტეს ერთდროულად. დღეს, როგორც არასდროს ისე აირივნენ ამინდები. აირივნენ, აიზილნენ ... აწყენინეს ამინდებმაც ერთმანეთს რაღაც და გაიბუტნენ. მერედა ხომ არ ჩამოვრჩებოდით ჩვენ მე და ჩემი მეგობარი ჰოდა ისე ავირიეთ როგორც ამინდები ისე როგორც არასდროს. ადგა ჩემი ადამიანი და ზურგს უკან მაწყენინა ადგა და წაშლა დაიწყო იმ ჩარჩენილი კადრების ისე, რომ თვითონ ვერ მიხვდა რა ჩაიდინა . თავი გავიგიჟე უნდა ვაგრძნობინო თავი დამნაშავედთქო და ვაწყენიე . ოღონდ ვერმიხვდა რატომ ვწყენდი და გაიბუტა . მერე იმ თავში ჩარჩენილმა კადრებმა რომლებიც გადმოიღვარენ, ყველა მისი ცუდი მხარე დამანახა და მანდაც გავგიჟდი .... მეტის ღირსი ვიყავითქო ... მერე არც მე დავთმე და არც მან . არადა მისი წილი დანაშაული მეტი იყო . იმაზეც ვიყავი თანახმა, ჩვენ ჩვენ წილზე გვეგო პასუხი . მაგრამ არაო მოიკლა თავი და საშველი არ დააყენა ... საბოოლოოდ ამინდებმა ვერ გაძლეს ასე აურზაურში და ჩამოყალიბდნენ ჩვენ ვერა . ასეთები ვართ ერთმანეთს როგორც არასდროს არავის ისე ვტკენთ . არადა ჩემ ადამიანთან რამდენიმე მძიმე წელი და ნდობა მაკავშირებდა . თავიდან ვერ მივხვდი პირელი რომელი დაგვეკარგა : ნდობა? თუ წლები? მაგრამ ფაქტია აღარაფერი შემოგვრჩა . გუშინ ჩემმა მეგობარმა მაწყენია ისე როგორც არასდროს დღეს გაფრენამდე მაკლია ერთი კივილი ისე როგორც არასდროს არავის . 47 1-ს მოსწონს
|