x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალის ძალადობა მამაკაცზე-პრობლემა, რომელზეც დიდი ხანია სდუმს საზოგადოება
image

ითვლება, რომ ძალადობას ახორციელებს მამაკაცი ქალის მიმართ, ან უკიდურეს შემთხვევაში მამაკაცი მამაკაცზე, თუმცა არასდროს განიხილება ქალის ძალადობა კაცის მიმართ, ასეთია სტერეოტიპი და თემა, რომელიც დიდი ხანია ტაბუდადებეულია.


ნებისმიერი თემა, რომელიც მამაკაცის უფლებების დარღვევას შეეხება მიჩქმალულია და მასზე საუბარი "სირცხვილია", იმდენად რომ აბსურდამდეა მისული.


ფაქტობრივად, შეუძლებელია დაადგინო იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებზეც ქალებმა იძალადეს სექსუალურად თუ სხვა მხრივ, როგორც წესი ამის შესახებ მამაკაცები არ საუბრობენ



National Intimate Partner and Sexual Violence Survey-ის მონაცემებით აშშ-ში მამაკაცების 6.2% გახდა ქალების მიერ ძალადობის მსხვერპლი(სექსუალური, ფიზიკური, შანტაჟი და ა.შ) თან ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ გახლავთ სრული სურათი, ესაა მხოლოდ იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებმაც გაბედეს და ამაზე ხმამაღლა ისაუბრეს.


მაინც როგორი სახის ძალადობა გხვდება ყველაზე ხშირად?


1)მუქარა ხელმძღვანელი ქალისგან, სამსახურიდან დათხოვნაზე, თანამდებობიდან ჩამოქვეითებაზე, ცუდი დახასიათება ან შექმნას ცუდი სპეციალისტის იმიჯი.


2)იძულება შანტაჟის და ცრუ ინფორმაციის ხარჯზე, თითქოს იყო გაუპატიურების მცდელობა, ან ფიზიკური ძალადობა და უფრო მეტიც, ქურდობის დაბრალებაც.ქალმა იცის, რომ უპირატესობა მის მხარეზეა და ნივთმტკიცებულების გარეშეც მამაკაცს შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ.


3)იგივე შანტაჟი და ფიზიკურად დამუქრება ოჯახის ახლობლებით "აი ვეტყვი ჩემს ქმარს(ძმას, მამას) და მოგკლავს.."



4)იძულება ვიდეო და ფოტოშანტაჟით, "თუ თანახმა არ ხარ ამ მასალას გამოვაქვეყნებ ვანახებ (შენს ცოლს, შვილს და ა.შ)



5)შანტაჟი ალკოჰოლის გამოყენებით(აი, შენ სიყვარულს მეფიცებოდი, მე ქალწულობა დავკარგე, ჩემმა მშობლება იციან, რომ ცოლობა მთხოვე, დავფეხმძიმდი და ა.შ)


მოვლენების განვითარების ნებისმიერი ვარიანტი ორმაგად ნეგატიურად აისახება მამაკაცზე, ძალადობის გარდა ეს მზარდი წრე დამნაშავეს აძლევს საშუალებას უფრო და უფრო დააშანტაჟოს მამაკაცი უკვე "ნივთმტკიცებასთან ერთად", რატომ? იმიტომ, რომ იცის ქალმა როცა "მსხვერპლის ნიღაბს" მოირგებს, საზოგადოება და თვით სამართალდამცავებიც მის მხარეზე იქნებიან, სამწუხაროდ ხშირად გამოძიებას უჭირს სიმართლის დადგენა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს.


კიდევ რა არის მიზეზი?

მამაკაცები კიდევ უფრო იშვიათად აკითხავენ პოლიციას ვიდრე ქალები, ფიქრობენ, რომ დასცინებენ "აბა სად გაგონილა ქალებს ასამართლებდნენ მამაკაცებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო?"


არა და მსგავსი საქმეები იხსნება, ისევ მსხვერპლი მამაკაცის და პოლიციის ერთობლივი ძალიხმევით, სხვათა შორის ძირითადი იარაღი ჩუმად დამონტაჟებული დიქტოფონი ან ვიდეოკამერაა.


P.S მეორე ნაწილში გვექნება საუბარი ქალის მიერ განხორციელებულ ძალადობზე ოჯახში და სამსახურში.

1
177
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
177
  
2017, 29 ოქტომბერი, 15:26
კარგია რომ ეს თემა წამოჭერი,თუმცა უფრო აქტუალურია დაღეს კაცის მიერ ქალზე ,ძალადობა და არა იმიტომ ,რომ ქალებს მეტქდ ჩაგრავენ,არამედ იმის გამო რომ ქალი უფრო სუსტად ითვლება ვიდრე მამაკაცი.ვფიქრობ ერტნაირად პრობლემატური საკითხია
0 1 1