პოლიტიკა 21 დეკემბერი-დემოკრატიული არჩევნები კატალონიაში 2017, 28 ოქტომბერი, 20:19 კატალონია ეპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 4 პროვინციას: ბარსელონას, ხერონას, ლერიდასა და ტარაგონას.
უკვე რამდენიმე თვეა, კატალონია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს დამოუკიდებლობის აღიარება და ესპანეთიდან გამოყოფა. 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, რასაც არ სცნობს ესპანეთის მთავრობა. მიუხედავად ამისა, პროცესი შეუქცევადია, კატალონელები იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის.
21 დეკემბრისათვის დაინიშნა ადგილობრივი არჩევნები, რაც განსაზღვრავს მომავალში კატალონიის ბედს. ამ დღის შემდეგ, ადგილობრივ მთავრობას მოუწევს "ბრძოლა" ესპანეთის წინააღმდეგ, რათა მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ აღიაროს კატალონია, როგორც ესპანეთისაგან გამოყოფილი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
32 8-ს მოსწონს
|