შოუბიზნესი
ბიორკი უკვე საქართველოს ჰაერით იკვებება-ლეგენდარული მომღერალი უკვე თბილისშია (+ვიდეო)
2017, 28 ოქტომბერი, 16:23
დღეს დილით, საქართველოში ლეგენდარული ისლანდიელი მომღერალი, ბიორკი ჩამოფრინდა. მას თან ახლავს 12 კაციანი ჯგუფი. ![ბიორკი უკვე საქართველოს ჰაერით
იკვებება-ლეგენდარული მომღერალი უკვე
თბილისშია (+ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102816204378942.jpg)
კონცერტის დირიჟორი ბიარნი ფრიმან ბარნასონიც დღეს ჩამოფრინდება.
ბიორკი შეასრულებს ცნობილ კომპოზიციებს, ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით.![ბიორკი უკვე საქართველოს ჰაერით
იკვებება-ლეგენდარული მომღერალი უკვე
თბილისშია (+ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102816185978942.png)
ბიორკი პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს, ხოლო მეორე კონცერტი 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. დარჩენილია ბილეთების მცირე რაოდენობა, რომლის ფასიც 200 ლარიდან იწყება.
წყარო:http://rustavi2.ge