სისხლის სამართალი მოსკოვში დააკავეს მანიაკი,რომელმაც მსხვერპლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარა 2017, 27 ოქტომბერი, 18:24 მანიაკის მსხვერპლი გახდნენ ქალაქ ვოლჟსკის მაცხოვრებლები 26 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ჯერ მოკლა ორი ახალგაზრდა ქალი, შემდეგ კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარა, დამაშავე იმ დროს აიყვანეს, როდესაც მორიგი პოტენციური მსხვერპლი ჰყავდა მიზანში ამოღებული Московский комсомолец-ის ინფორმაციით 31 წლის ალექსანდრე მასლენიკოვის ხელით დაიღუპა ქალაქ ვოლჟსკის (ვოლგოგრადის ოლქი) მაცხოვრებელი ორი ახალგაზრდა ქალი, 28 და 29 წლის.მანიაკმა ორივე მსხვერპლი ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში გაიცნო, შემდეგ ისინი სახლში დაპატიჟა, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. მკვლელეობის განხორციელების შემდეგ მასლენიკოვმა გვამები ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარა. გამოძიების მსვლელობისას ბრალდებულის კვალს რამდენიმე დღეში მიაგნეს. მანიაკს ამ პერიოდში ინტერნეტით გაცხოველებული მიმოწერა ჰქონდა მოსკოვის ოლქში მაცხოვრებელ ქალთან, რომელიც მარტო ზრდიდა 14 წლის ქალიშვილს. ქალმა გადაწყვიტა პირადად გაეცნო მამაკაცი, სწორედ მაგ პერიოდში აიყვანა პოლიციამ ბრალდებული მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. მოსკოვის საგამომძიებლო კომიტეტმა მანიაკი სპეცკოლონით ქალაქ ვოლჟსკის სამართალდამცავებს გადაუგზავნა. 29 წლის ოლგა დაბუტინა და 28 წლის დარია შაპოშნიკოვა 13 ოქტომბერს დაიკარგნენ, სამართალდამაცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი კარაოკე-ბარიდან დილის 6 საათზე გამოვიდნენ უცნობ მამაკაცთან ერთად, ჩასხდნენ მოყავისფრო "ლადაში"და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. მალევე ნათესავებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს ორი ახალგაზრდა ქალის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. ვოლჟსკელი სამართალდამცავები მალე 31 წლის ალექსანდრე მასლენიკოვის კვალზე გავიდნენ, გამოცხადდა მასზე ძებნა და ფულადი ჯილდო 700 000 რუბლი. 184 5-ს მოსწონს
|