სხვა მკურნალობა ძილით – 9 სამკურნალო პოზა, წნევის დასაწევად და ტკივილის გასაყუჩებლად 2017, 27 ოქტომბერი, 10:53 ყველამ იცის, რომ ჯანსაღი ძილის ხანგრძლივობა 7–9 საათია, ადამიანის ასაკის გათვალისწინებით. მაგრამ, ძალიან ცოტაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხეულის მდებარეობა, ძილის დროს, ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც მისი ხანგრძლივობა. ექსპერტები თვლიან, რომ ძილის გარკვეული პოზები, მაგ., აყუჩებს ტკივილს წელის და კისრის არეში, აქრობს სურდოს, არეგულირებს წნევას... 1. წელის ტკივილის დროს თუ წელი გაწუხებთ, შეიძლება ამ პოზაში ძილმა ტკივილები მოგიხსნათ. ზურგზე წოლა აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს წელის არეშე. ექსპერტები ასევე გვირჩევენ: 2. მხრის არეში სახსრის ტკივილის შემთხვევაში მათთვის ვისაც ორივე მხარი აწუხებს, რეკომენდირებულია ზურგზე დაწოლა, აქეთ-იქით გაშლილი ხელებით. 3. სურდოს შემთხვევაში სინუსიტის დროს, ძილის პოზიციას შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის როგორც შემსუბუქება, ისე გართულება. ამიტომ, სურდომ რომ არ შეგაწუხოთ და გამოძინება შეძლოთ, ზურგზე უნდა დაწვეთ, ისე რომ, სახის მდებარეობა ჰორიზონტალურთან მიახლოებული იყოს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები კი გვირჩევენ: 4. თავის ტკივილის შემთხვევაში თავის ტკივილის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის სწორი მდებარეობა. უნდა დაწვეთ ზურგზე და ბალიშის გარდა, კისრის ქვეშ პატარა ზომის ბალიში დაიდოთ, ისე, რომ თავი უკან იყოს გადაწეული. ჯანსაღი კვების ექსპერტების რეკომენდაცია კი ასეთია: უნდა დაწვეთ ზურგზე ბალიშის გარეშე და თავთან ბალიშები შემოიწყოთ, რომ ძილის დროს, თავის აქეთ-იქით გადაბრუნება ვერ შეძლოთ. 5. მენსტრუალური ტკივილის შემთხვევაში ზევით აწეული წელის არე და მუხლები, ნამდვილად შეგიმსუბუქებს ტკივილებს და გამოძინების საშუალებას მოგცემთ. 6. მაღალი წნევის დროდ ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, მაგრამ ძილის დროს, სხეულის მდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ გულდაღმა წოლა მაღალ არტერიულ წნევას ქვემოთ სწევს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ: 7. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში კარგად რომ გამოიძინოთ, მსგავსი პრობლემების დროს, მარცხენა მხარეს უნდა გადაბრუნდეთ და მუხლებს შორის ბალიში დაიდოთ. 8. კისერი თუ გაწუხებთ ტკივილის შემსუბუქება კისრის არეში, პირსახოცს შეუძლია! დახვეული პირსახოცი შეგიძლიათ ბალიშის გადასაკრავის ქვეშ მოათავსოეთ, რომ არ იმოძრაოს. 9. გულძმარვის შემთხვევაში ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ან ჰქონია, კარგად იცის, თუ როგორი შემაწუხებელია საყლაპავი მილის წვა. როგორც ექიმი დევიდ ჯონსონი გვირჩევს, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი მარცხენა გვერდზე ძილია. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, უპირველეს ყოვლისა, ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ ძილის ამ პოზებსაც ნუ დაივიწყებთ! ისე, ყოველი შემთხვევისთვის. 268 9-ს მოსწონს
|