სხვა საქალწულე აპკი-როგორი დამოკიდებულება აქვს თანამედროვე მსოფლიოს ქალიშვილობის ინსტიტუტთან 2017, 26 ოქტომბერი, 10:51 ქალწულობისადმი ჟინი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კვლავ აქტუალურია, მათ შორის საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია(ჰიმენოპლასტიკა). პლასტიკურ ქირურგიაში ქალწულობის აღდგენის პროცედურა პოპულარობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ქალწულობის დაბრუნების სურვილი ძირითადად ამიერკავკასიის ქვეყნების, რუსეთის სამხრეთ ნაწილის, თურქეთის და შუა აზიის ქვეყნების გოგონებს აქვთ, ამ ქვეყნებში უბიწოების დაკარგვა ქორწილამდე სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლება ამიტომ სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში გინეკოლოგ-ქირურგები ამ მხრივ საკმაოდ დატვირთულები არიან, არაოფიციალური მონაცემებით, ჰიმენოპლასტიკაში წელიწადში დაახლოებით 40 000 ოპერაცია კეთდება.ოპერაციის ღირებულება 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ტიპიური წერილი ქალთა ფორუმიდან "გოგონებო საშინელი პრობლემის წინაშე ვდგავარ, ნახევარი წელია, ერთ ბიჭს ვხვდები, ცოტა ხნის წინ ცოლობა მთხოვა, მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი და ქორწილის თარიღიც დანიშნეს, დაითვალეს ხარჯები, გადაწყვიტეს სად ვიცხოვრებთ ქორწილის შემდეგ და ა.შ..მოკლედ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩემი საქმრო ძალზე რელიგიურია და მან არაერთხელ განმიცხადა, რომ ჩემი შეყვარებული აუცილებლად ქალწული უნდა იყოსო.... არა და არ ვარ ქალიშივილი, მანამდე მხოლოდ ერთი პარტნიორი მყავდა და იცის სულ ერთხელ ვიწექი მასთან..პირველი სიყვარული, რომანტიკა, ღვინო და ალბათ თქვენ თვითონ ხვდებით..მაგრამ მას ამას ვერ ავუხსნი, მინდა გათხოვება, ყველაფერი დაგეგმილია უკვე, ჩემმა მშობლებმა არ იციან, რომ ქალწული არ ვარ, ისინი ვერ დამეხმარებიან! გამიგია, რომ ქალწულობის აღდგენა შეიძლება, ფული მაქვს, ძალიან მჭირდება ეს ოპერაცია! რაიმე გართულება ხომ არ იქნება?შემდეგ როგორი გრძნობაა? ხომ ვერ მიხვდება ჩემი საქმრო, რომ მანამდე ურთიერთობა მქონდა?ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის, ინტერნეტში ჰიმენოპლასტიკაზე ნორმალური ინფორმაცია არ არის! დამეხმარეთ! ვინმე გაიკეთა? რას მეტყვით?(რენატა- მახაჭკალა) "წითელი ვაშლის" ტრადიცია კვლავ პოპულარულია ზოგიერთ ქვეყანაში..პატარძალს ნათესავი ქალი ახლავს, რომელიც ელოდება ახალდაქორწინებულების სქესობრივი აქტის დასრულებას, რის შემდეგაც სისხლიანი ზეწარი გამოაქვს ორივე ოჯახის ნათესავების დასანახად. არსებობს კიდევ ერთი პოპულარული პრაქტიკა, ცნობა გინეკოლოგისგან, რომ გოგონა ნამდვილად ქალწულია, ხშირად ცნობას ბიჭის მშობლები და ნათესავები ითხოვენ..აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ოფიციალურად კი უჭერს მხარს ამ ინიციატივას, მაგალითად, ტაჯიკეთის მთავრობა აპირებს დააკანონოს ქორწინების წინ პატარძლის სამედიცინო შემოწმება. "უწმინდური" პატარძლის დამცირება ძველი დროიდან მოდის, თუმცა ზოგიერთ მთიან რეგიონში და აულში დღესაცაა ჩვეულება, რა დროსაც პატარძალს აშიშვლებენ და მთელი სოფელში დაატარებდნენ როგორც გვარის შემარცხვენელს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ დროს გოგონას ოჯახია, საქმროს კი უფლება აქვს დაიბრუნოს ცოლი, რა დროსაც შეუძლია ყველანაირად დაამციროს ის, სცემოს კიდეც, ზოგჯერ საქმე მკვლელობამდეც შეიძლება მივიდეს. თვით დიდ ცივილიზებურ ქალაქებშიც კი, მაგალითად თბილისში, ქუჩის გამოკითხვაში მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქალწულობის დაკარგვა, წესიერების დაკარგვასთან ასოცირდება და ასეთი გოგონა ცოლად არ გამოდგება, თბილისელი მამაკაცები აღნიშნავენ, რომ გოგონამ, რომელმაც ქალწულობა ქორწინებამდე შეინარჩუნა უფრო საიმედოა, უფრო დიდი შანსია, რომ იგი იქნება კარგი ცოლი, დედა, ამასთანავე მომთმენი და ერთგული. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, არსებობენ გოგონები, რომლებსაც დაბადებიდან არა აქვს საქალწულე აპკი(ე.წ. აპლიზია)(, თუმცა ძალზე იშვიათად 1:10000-ში)კიდევ არის შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი შესაძლოა თავისით გაირღვეს, ან პირიქით, ელასტიური საქალწულე აპკი, რა დროსაც თვით მრავალჯერადი სქესობრივი აქტის შემდეგაც მისი მთლიანობა არ დაირღვეს. 671 9-ს მოსწონს
|