x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცის
image


სიმბოლო (ბერძნ. σύμβολον „ნიშანი“) გრძნობად-აღქმადი ობიექტია, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტი — საგანთა თვისება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლო აღქმად-მატერიალურ სახეს აძლევს აზროვნების პროცესებს და ამით ქმნის ცოდნის დაგროვებას, შენახვისა და გადაცემის საშუალებას. ზოგჯერ სიმბოლოს იყენებენ „პირობითი ნიშნის“ სინონიმად და განსაზღვრავენ მას, როგორც აშკარა შეთანხმებით შემოღებულ ნიშანს.


ნიშნები და სიმბოლოები იმდენად მძაფრდება ჩვენს გონებაში, გვავიწყდება წარმოდგენა თუ საიდან გაჩნდა ისინი. დღევანდელ სტატიაში კი მინდა მათი მნიშვნელობების შესახებ გიამბოთ, თუ საიდან აიღო სათავე ბანქოს, წითელი ჯვრის, ჩონჩხის ქალას, ოლიმპიური რგოლებისა და სხვათა სიმბოლოებმა.



1. სიმბოლოები ბანქოზე. ვიცით, რომ ბანქოსა და სხვა გასართობ ბარათებზე არსებობს განსაზღვრული სიმბოლოები, რომელთაც შესაბამისი დატვირთვა აქვთ. ესენია- ხმალი, თასი, ხელკეტი და მეტალის მონეტები და ფულები. ვის და რატომ მოუვიდა მსგავსი იდეა, უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ბანქო მსოფლიოში ჩინეთიდან გავრცელდა. გამოსახული ადამიანები კი კლასიფიკაციით დაიტანეს ბანქოზე- თავადაზნაურები (სასახლე), სასულიერო პირები (თასი), ვაჭრები (მონეტები და ფულები), სამხედროები (ხმლები და ხელკეტები).image





2. ჩონჩხის ქალა ძვლებით. ამ სიმბოლოს ორი მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც დღეს ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. ერთის მხრის ის აღნიშნავს "შხამს"- შხამქიმიკატებს და აკრძალვას; ხოლო მეორეს მხრივ კი ისტორიულად მეკობრეებს, რომლებიც თავიანთი გემების აფრებზე ხატავდნენ. ამ ყოველივეზე ადრე კი ესპანელები ხატავდნენ სასაფლაოებზე, დღეს კი უძველესი ტაძრების ფრესკებზეც შევამჩნევთ.


ის არა სიკვდილის, არამედ სიცოცხლისა და მარადიულობის სიმბოლოა, რადგან ადამიანის სიკვდილის შემდეგ ძვლები რჩება.image




3. ტრიკვეტრი. სერიალი "მოხიბლულიდან" ვისაც გახსოვთ ეს სიმბოლო, რომელსაც ტრიკვეტრით იხსენიებენ, ნამდვილად არსებობს და უძველესი ისტორია გააჩნია.


ის არსებობს ბრინჯაოს ხანიდან და ევროპაში მზის პოზიციას (ამოსვლა, ზენიტი და ჩასვლა), მთვარის ფაზებსა და ბუნებრივ ციკლებს განსაზღვრავდა. სიმბოლოს იყენებდნენ კელტები და სკანდინავიელები.image




4. ნიშნები "ჩართვა", "შეჩერება" და "გაჩერება". ზუსტად არაა ცნობილი თუ ვინ შექმნა ამ ნიშნების სიმბოლოები, თუმცა არსებობს ორი ვერსია, რომლიდან პირველის თანახმად ის შექმნა ვასილ კანდინსკიმ, მეორე ვერსიის თანახმად კი რეინ ვეერსემ, რომელმაც ასევე შექმნა პირველი ფირფიტები.image




5. იხტისი. იხტისი ქრისტეს უძველესი სიმბოლოა– Ἰησοὺς Χριστὸς Θεος Υιὸς Σωτήρ (იესო ქრისტე, ღვთის შვილი– მხსნელი). ΙΧΘΥΣ -ს კი ბერძნულად "თევზს" ნიშნავს.


როდესაც რომაელებმა იწყეს ქრისტიანების დევნა, ისინი ფარულად ამ სიმბოლოს გამოყენებით ატყობინებდნენ ერთმანეთის რწმენას, ხატავდნენ თევზს. (ალბათ ამ ნიშანს ავტომობილების საბარგულზეც შენიშნავდით გარედან, რაც ნიშნავდა იმას, რომ მფლობელი ქრისტიანი იყო)image




6. წითელი ჯვარი. თუ ფიქრობთ, რომ წითელი ჯვრის სიმბოლო შვეიცარიის დროშას გაგონებთ, მაშინ გეტყვით რომ ეს მართლაც მასეა. იდეა, რომ ჩამოყალიბებულიყო ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარებოდა დაჭრილ მებრძოლებსა და გაჭირვებულებს, დაიბადა შვეიცარიაში.


სიმბოლო არ აღმოჩნდა წარმატებული, რადგან მუსულმანურ ქვეყნებს არ სურდათ ჯვრის გამოყენება და იგივე მოტივისთვის მათ შექმნეს ნახევარმთვარის სიმბოლო.


ისრაელიც ვერ გამოიყენებდა ჯვრის სიმბოლოს და მათ ასევე წითელი ფერის, ოღონდ კრისტალის (რომბი) სიმბოლო შექმნეს, რომელსაც ანალოგიური დატვირთვა ჰქონდა.image




7. საპარიკმახერო სვეტი. წითელი–თეთრში ან წითელი ლურჯსა და თეთრ ფონებში სვეტი საპარიკმახეროებთან გვხვდებოდა ამერიკაში, აზიის ზოგიერთ ქვეყანასა და ევროპაში.


თავდაპირველად არსებობდა სვეტები წითელი–თეთრით, რომლებიც იდგმებოდა იმ საპარიკმახეროების გარეთ, სადაც პარიკმახერებად ექიმები მუშაობდნენ, რომელთაც კბილის ამოღების გარდა შეეძლოთ სისხლის გამოდევნა ქალიდან. ამ მეთოდით აყუჩებდნენ თავის ტკივილს.image




8. სიცოცხლის ვარსკვლავი. ლურჯი ფერის "სიცოცხლის ვარსკვლავი" თავდაპირველად ამერიკის სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე გაჩნდა. დღეს კი მას სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ.


ექვსკუთხიანი ვარსკვლავის თითოეული კუთხე აღნიშნავს საწრაფო დახმარების ფუნქციას– გამოვლენა, შეტყობინება, რეაგირება, ადგილზე დახმარება, სატრანსპორტო დახმარება, ტრანსპორტირება. ვარსკვლავის ცენტრში კი ასკლეიპოსია, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მედიცინის ღმერთი.image




9. ჯეკის ფანარი. არსებობს ირლანდიური ლეგენდა, რომლის თანახმად მჭედელმა ჯეკმა გარიგება დადო ეშმაკთან, სიკვდილის შემდეგ კი მისი სული არც სამოთხეში მოხვდა და არც ჯოჯოხეთმა მიიღო. დახეტიალობდა დედამიწაზე და გზას ინათებდა თალგამისგან გაკეთებული ფანარით.


მას შემდეგ გაჩნდა ტრადიცია კელტებში, რომ განათებული თალგამი დაედოთ ფანჯრის რაფებზე იმისათვის, რომ გზააბენული სულებისთვის გზა გაენათებინათ. მოგვიანებით კი თალგამი გოგრებმა ჩაანაცვლა.image




10. ოლიმპიური რგოლები. ცნობლია, რომ სულ ოლიმპიური 5 რგოლია, რომლებიც კონტინეტებს აღნიშნავენ. ყვითელი– აზია, წითელი– ამერიკა, შავი– აფრიკა, ლურჯი და მწვანე ავსტრალია და ევროპა.


ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი არის პიერ დე კუბერტენი, თუმცა რგოლების იდეა მას არ ჩაუდია.image




11. ჰამსა. ჰამსა, ანუ "ფატიმას ხელი" ფართოდაა დაცული ებრაელთა და არაბთა კულტურებში.


არსებობს კავშირი ჰამსასა და mano pantea–ს შორის ხელის გამოსახულებით, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხდება ძველ რომსა და ეგვიპტეში. მოგვიანებით სიმბოლო ქრისტიანულ სამყაროშიც შევიდა, რომელმაც შეცვალა ჯვრის ნიშანი და კურთხევა.image




12. თავდაყირა ჯვარი. რატომღაც, თავდაყირა ჯვარი მიიჩნევა ანტიქრისტიანულ სიმბოლოდ, თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ეს მოსაზრება მცდარად იცნობა. პეტრე მოციქული ჯვარცმით უნდა დაესაჯათ სიკვდილით, თუმცა მან უღირსად ჩათვალა თავი მაცხოვრისნაირად დასჯილიყო სიკვდილით და ითხოვა თავდაყირა ჯვარზე ეცვათ.


ასე, რომ ინვერსიული ჯვარი ქრისტიანულ სამყაროში თავმდაბლობისა და მოთმინების სიმბოლოდ იქცა.image




იხილეთ აგრეთვე:


ვინ მოკლა გულის მეფე? საიდუმლო ბანქოზე, რომელიც აქამდე არ იცოდითimage



ცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებითimage


4
4966
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4966
  
2017, 27 ოქტომბერი, 11:48
ჰოო, მანჩო, :( ამიტომ ვიცვლი ხშირად კატეგორიებს, წვალობ და ფასი არ აქვს, გამოაცხობ წამში რაღაც სტატიას და ხალხი გიჟდება.
2017, 27 ოქტომბერი, 9:32
მართლა არ მესმის ამ ხალხის..რაღაცა უაზრობას დაწერ მჩხივაბ-ექიმბაშებზე და უცებ ავარდება ნახვები ათასებზე..ასეთ საინტერესო თემას დადებ და წაკითხვა არავის უნდა. მოკლედ, რააა :(
2017, 26 ოქტომბერი, 14:03
მადლობა, ბაქარ.
2017, 26 ოქტომბერი, 13:55
საინტერესო იყო .....კარგია
0 1 4