ცომეული ტკბილი, ჰაეროვანი, უგემრიელესი ალადები - ძალიან მარტივი რეცეპტი 2017, 25 ოქტომბერი, 16:59
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: მდუღარე წყალი-1, 5 ჭიქა; რძე-1, 5 ჭიქა; კვერცხი-2 ცალი; ფქვილი-1, 5 ჭიქა(ცომი უნდა იყოს ოდნავ თხელი, ვიდრე ჩვეულებრივი ადლადების); ნაღების კარაქი-1, 5 სუფრის კოვზი; შაქარი-1, 5 სუფრის კოვზი; მარილი-0, 5 ჩაის კოვზი; ვანილი. მომზადების წესი კი ძალიან მარტივია: 1.კვერცხი და შაქარი გაურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ მარილი, ვანილი და რძე; მოურიეთ და პერიოდულად დაამატეთ ფქვილი. 2.არ შეაჩეროთ მოროვა- ინგრედიენტებს დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მდუღარე წყალი. 3.ნარევი გააჩერეთ ნახევარი საათი, რათა ყველა ინგრედიენტი ერთი მასა გახდეს, ხოლო შემდეგ დაიწყეთ ცხობა. 4.გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მასა, დაელოდეთ 1-2 წუთი, ხოლო შემდეგ ამოაბრუნეთ. 5.თუ ტაფა სპეციალურად ალადებისთვის არ არის განკუთვნილი, რეკომენდირებულია ფსკერზე წაუსვათ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი, ქაღალდით ან ბამბით. გულსართი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ. გემრიელად მიირთვით! 757 შეფასება არ არის
|